top of page

ჰონგ-კონგი და სინგაპური - ICO-ების ახალი მექა


მას შემდეგ, რაც ჩინეთმა და სამხრეთ კორეამ რეგულაციები გაამკაცრა, გამოჩნდა ორი ახალი მექა კრიპტოვალუტებისთვის - სინგაპური და ჰონგ-კონგი. ბოლო თვეებში ძალიან გაიზარდა ამ ქვეყნებში ICO-ების რაოდენობა, რადგან კომპანიები ხელსაყრელ გარემოს ეძებენ საკუთარი ქვეყნების გარეთ.


სამოთხე ICO-ებისთვის


მაშინ, როცა სხვა ქვეყნები ზღუდავენ მონეტებით ვაჭრობას, სინგაპური და ჰონგ-კინგი უფრო და უფრო მეტ კომპანიებს იზიდავს ამ კუთხით. როგორც South China Morning Post-ი იუწყება, მონეტების წინასწარი შეთავაზების რაოდენობა უპრეცედენტოდ გაიზარდა ზემოაღნიშნულ ორ ქვეყანაში.


„ჯერ ადრეა იმაზე ლაპარაკი, რომ სინგაპური ICO-ს ჰაბი გახდა, რადგან კიდევ ბევრია გასაკეთებელი. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ გაზრდილია აქტივობები გასული წლის სექტემბრიდან დაწყებული“ - აცხადებს Association of Cryptocurrency Enterprises and Startups Singapore-ის მდივანი ენსონ ზილი.


ბევრის რწმენით, ყოველივე ეს გამოწვეულია ჩინეთის მხრიდან გამკაცრებული რეგულაციებით.  სექტემბრიდან ბეკინში ICO განმარტეს, როგორც  ფანდრაიზინგის არალეგალური საშუალება. მას შემდეგ დაიხურა ათობით ICO პლატფორმა.


მაშინ, როცა ჩინეთში მსგავსი პროცესები მიდის, ჰონგ-კონგი ღია რჩება ICO-ების მიმართ, რაც აისახება მათ გაზრდილ რაოდენობაშიც.  ჰონგ-კონგსა და სინგაპურს ამ დროისთვის არა აქვთ არანაირი სპეციალური კანონი ICO-ებისთვის.


ICO-ები ჩინეთს ტოვებენ


როცა ჩინეთმა ICO-ს გამომცემებს უბრძანა, რომ დაებრუნებინათ ფული ინვესტორებისთვის და შეეწყვიტათ ახალი ფანდრაიზინგი, მათმა უმეტესობამ ქვეყანა დატოვა. დეიზი ვუ ერთ-ერთი იმ კომპანიის წარმომადგენელია, რომელმაც ჩინეთის მსგავსი პოლიტიკის გატარების შემდეგ სინგაპურს მიაშურა. „ჩვენ გვსურდა სამართლებრივი რისკების თავიდან არიდება“ - განაცხადა მან. მისი კომპანია ახლა $10 მილიონის მოგროვებას ცდილობს ICO-ს საშუალებით, რათა ფაილების გაზიარების სერვისი დააფინანსონ.


სამხრეთ კორეა


სამხრეთ კორეამაც, ჩინეთის მსგავსად, აკრძალა ICO-ები  გასული წლის სექტემბრიდან.  ამის შემდეგ, იქ არსებული მოქმედი კომპანიები ჰონგ-კონგში გადავიდნენ.


ბევრი კორეული კორპორაცია რეგულაციებისთვის გვერდის ავლას უცხოური სუბსიდიების გამოყენებით ცდილობს. გასულ კვირას, ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ვერსია, რომ Bithumb-ი, სამხრეთ კორეის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრიპტო  ბირჟა, Bithumb Coin ICO-ს გამოშვებას აპირებს სინგაპურული კორპორაციის საშუალებით.


წყარო: news.bitcoin.com

bottom of page