ელექტროენერგიის ქურდები ჩინეთში
ჩინეთის პოლიციამ ჩრდ. დასავლეთით მდებარე საპორტო ქალაქ თიენძინში 600 ბიტკოინ მაინერის კონფისკაცია მოახდინა ელექტროენერგიის არალეგალური გზით გამოყენების ბრალდებით.
ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ადგილობრივმა ელექტროენერგიის ოპერატორმა განცხადება შეიტანა ელექტროენერგიის უზომოდ დიდი რაოდენობით გამოყენების შესახებ, როგორც ჩინური სახელმწიფო პრესის სააგენტო „სინხუაში“ ვკითხულობთ.
კომპანიამ ელექტროენერგიის მოხმარებაში მოულოდნელი, დაახლოებით 28%-იანი ზრდა შეამჩნია, ვიდრე მოსალოდნელი იყო. შედეგად, პოლიციამ 600-მდე ბიტკოინ მაინერი აღმოაჩინა, რომლებიც არალეგალურად იყენებდნენ ელექტროენერგიას.
ქალაქის პოლიციამ ერთი უკვე დააკავა და ეძებს 5 სხვა სავარაუდო ეჭვმიტანილს არალეგალური მაინინგის ბრალდებით.
„600 მაინერთან ერთად აღმოჩენილ იქნა 8 დიდი ზომის გამაგრილებელი. ეს არის ბოლო წლებში ელექტროენერგიის ქურდობის ყველაზე დიდი შემთხვევა“ ვკითხულობთ სინხუას სტატიაში.
ჩინეთი, რომელიც ადრე მსოფლიოს ყველაზე დიდი კრიპტობაზრის სამშობლო იყო, დღესაც რჩება ბევრი წამყვანი მაინინგ კომპანიის მთავარ სამუშაო არეალად იაფი ელექტროენერგიის გამო. მას შემდეგ, რაც დაიძრა ხმები, რომ ჩინეთის ცენტრალური ბანკი მაინინგისა და კრიპტოვალუტებით ვაჭრობის დარეგულირებას გეგმავს, ბევრი კომპანია ტოვებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას. შესაბამისად, ის კომპანიები, რომლებიც გადიან ჩინეთიდან, ეძებენ ახალ ლოკაციებს, სადაც იაფი ელექტროენერგიისა და ნაკლები რეგულაციების ხარჯზე შეძლებენ ბიზნესის წარმოებას.
წყარო: ccn.com