top of page

ბიტკოინის ფასი კიდევ ერთი “აფეთქების” პირასაა


ბიტკოინის ფასი კიდევ ერთი „აფეთქების“ პირასაა, რამაც კრიპტოვალუტების ღირებულების იმაზე მაღალ ნიშნულამდე აყვანა შეიძლება გამოიწვიოს, ვიდრე ეს 2017 წელს იყო.


ფასის პროგნოზები კრიპტოვალუტების ფასის ზრდის იმ პოზიტიურ ტალღას ეფუძნება, რომელიც დაახლოებით 2 კვირის წინ დაიწყო. ბიტკოინის ფასი ამ დროის მანძილზე 1/3-ით გაიზარდა და $9,000-საც გადააჭარბა პირველად მარტის შემდეგ.


„სულაც არ ვარ გაკვირვებული იმით, რომ ფასმა $9,000-ს გადააჭარბა. ღირებულების კიდევ უფრო დიდ ზრდაზე ხმები კი გამოწვეულია უფრო და უფრო მეტი ინსტიტუციონალური მყიდველის კრიპტოვალუტების ბაზარში ჩართვით“ - განაცხადა The Independent-ს Atlas Quantum-ის აღმასრულებელმა დირექტორმა


ფასის პოზიტიურმა პროგნოზებმა წამყვანი კრიპტოვალუტის მყიდველების დიდი რაოდენობით ზრდა გამოიწვია. 2017 წლის მარტის შემდეგ პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როცა ყიდვის შეკვეთები მთელი ბაზრის აქტივობების 92%-ს წარმოადგენენ.


წინათ, როცა მსგავსი რამ დაფიქსირდა, ბიტკოინის ფასი $1,000 იყო და სწრაფად დაიწყო ზრდა, საბოლოოდ კი თითქმის $20,000-ს მიაღწია გასული წლის ბოლოს.


როცა ამდენი მყიდველი წნეხის ქვეშ ამყოფებს კრიპტობაზარს, ფასის საგრძნობი მომატებააა მოსალოდნელი - მსგავსი შინაარსის სტატიები იწერება ბევრ პრესტიჟულ კრიპტოსაიტზე, სადაც ხშირად შეხვდებით გამოთქმას, რომ ფასის სწრაფი ზრდა გარდაუვალია.


ბევრი ანალიტიკოსი უფრთხის რეგულაციებს, რომლებიც ერთ-ერთი მიზეზი იმისა იყო, რომ რამდენიმე თვეში ბიტკოინის ფასმა $10,000-ით დაიკლო. თუმცა, სწორმა რეგულაციებმა შესაძლოა კიდევ უფრო გაზარდოს კრიპტოვალუტების ფასი, რადგანაც ისინი დაიცავენ ინვესტორებს, რომლებიც უფრო თამამად ჩადებენ დიდ ფულს ბაზარში.


მას შემდეგ, რაც ბიტკოინის ფასმა $9,000-ს გადააჭარბა, ანალიტიკოსები დარწმუნებულები არიან, რომ ფასი შეძლებს $10,000-იანი ნიშნულის ფსიქოლოგიური ბარიერის გადალახვას და გააგრძელებს ზრდას. ამან შესაძლოა ე.წ. ხარების ფაზის (როდესაც ფასი მაღლა იწევს) წამოწყება გამოიწვიოს, რაც გამოხიატება უფრო მეტი ინვესტორის მხრიდან კრიპტოვალუტების ყიდვის შეკვეთებში.


ამას ემატება რამდენიმე წამყვანი კრიპტოინვესტორის პროგნოზი. კერძოდ, ეალისტერ მილნს სჯერა, რომ ბიტკოინის ფასი 2020 წლისთვის $35,000 - დან $60,000-მდეც კი შეიძლება ავიდეს. ტიმ დრეიპერის გათვლებით კი 2022 წლისთვის ბიტკოინის ფასი $250,000-საც მიაღწევს.


ფასის ასეთი ზრდა ბიტკოინის ბაზრის კაპიტალიზაციას 5 ტრილიონს გახდის, რაც ხუთჯერ მეტია Apple-ს კაპიტალიზაციაზე, ეფლი კი დღეს მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კომპანიაა.


წყარო: independent.co.uk

bottom of page