top of page

MIT Technology Review-ს ბიტკოინის განადგურების გეგმა აქვს


ტექ მწერალმა, მორგან პეკმა, თავის სტატიაში „მოდი, გავანადგუროთ ბიტკოინი“ სამი სცენარი შემოგვთავაზა, რომლებიც, მისი აზრით, უმსხვილესი კრიპტოვალუტის განადგურებას შეძლებს.


პირველი ვარიანტია „ხელისუფლების მიერ მისი შთანთქმა“. ამ სცენარის მიხედვით, ხელისუფლებები ქმნიან თავიანთ კრიპტოვალუტას - Fedcoins - რომელიც „ბიტკოინის უარყოფითი მხარეების გაუმჯობესებულ ვარიანტს შემოგვთავაზებს“. შედეგად საგრძნობლად შემცირდება ან საერთოდ გაქრება დეცენტრალიზებულ კრიპტოვალუტაზე მოთხოვნები.


შემდეგი სტრატეგია „ყველაფრის ტოკენიზაციას“ გულისხმობს. ამ სცენარის თანახმად, ეკონომიკური აქტივობები ჰიპერ-ეფექტურ, მასიურ გარიგებების სისტემამდე განვითარდება, სადაც ყველა კომპანია ვირტუალურად გამოუშვებს საკუთარ კრიპტოვალუტას და ავტომატიზირებული სისტემა საშუალებას მისცემს მომხმარებლებს, ივაჭრონ „FacebookCoins”-ებით ან “ToyotaCash“-ებით.


„იფიქრეთ ამაზე, როგორც საკმაოდ ეფექტურ გაცვლის სისტემაზე. გაცვლა ზოგადად არაეფექტურია, მაგრამ თუ გაქვს ქსელი, ახდენ ყველა სერვისის ტოკენიზებას და ამას ბლოკჩეინის მეშვეობით აკეთებ, ეს საკმაოდ ეფექტური გამოვა“ - განაცხადა კამბელ ჰარვიმ, დუკის უნივერსიტეტის ფინანსის პროფესორმა.


ავტორის ყველაზე გამორჩეული სტრატეგია სოციალური მედიის კონგლომერატის, ფეისბუქის მიერ კრიპტოვალუტების დაპყრობის ფარული გეგმის შემუშავებას გულისხმობს.


ამ სცენარის თანახმად, ფეისბუქი კრიპტოვალუტების ამჟამინდელი იმპლემენტაციის საწინააღმდეგოდ მრავალ შეტევას განახორციელებს.


პირველ რიგში, კომპანია ქმნის პროპრიეტარს, მესამე პირის ბიტკოინის საფულეს და მის ინტეგრაციას ფეისბუქის პროდუქტად შენიღბვით ახერხებს: გეგმა, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლები კომპანიას ბიტკოინის ეკოსისტემაზე განუსაზღვრელ კონტროლს გადასცემენ გაუაზრებლად.


ამავდროულად, კომპანია საიდუმლოდ გაუშვებს მაინინგ ოპერაციას, რომლის გაზრდაც მას coinhive-ის მსგავსი სერვისის შეთავაზებითაც შეუძლია.


როგორც კი ბიტკოინი საკმარისად გავრცელდება და ფეისბუქისგან განუყოფელი გახდება, კომპანია ძალაუფლებას ბიტკოინის ორკაპის ჩუმად შექმნისთვის გამოიყენებს და მომხმარებლებს აიძულებს, აითვისონ ახალი ვერსია, რომელიც ისე იქნება სტრუქტურიზებული, როგორც კომპანიას ენდომება.


შეძლებს თუ არა პეკის მიერ შემოთავაზებული ვარიანტებიდან რომელიმე მაინც რეალობაში განხორციელებას, ეს უცნობია, მაგრამ აშკარაა, რომ სცენარები ნამდვილად საინტერესოა.


წყარო: ccn.com

bottom of page