top of page

Coinsecure პროცესისთვის ემზადება


ინდოეთის კრიპტოვალუტის ბირჟამ, Coinsecure-მა, თავისი ვებ-გვერდიდან მომხმარებლებს თხოვნით მიმართა, მოთმინება გამოეჩინათ. მან განაცხადა, რომ 438 ბიტკოინის ქურდობის შემდეგ ხელისუფლებასთან ერთად მუშაობს და ემზადება სარჩელის პროცესისთვის. კომპანიის იურიდიული გუნდი კონტრაქტებს მიმოიხილავს და ამზადებს მომხმარებლისთვის სარჩელის ფორმას, რათა მათ ყურადღებით გადახედონ. უკანასკნელი დღეების განმავლობაში, ბირჟა „ტელეფონის ზარებით აივსო“.


Coinsecure-მა სთხოვა მომხმარებლებს, გაეგოთ, რომ 3 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის ქურდობის გამოძიება სარჩელის პროცესს ანელებს და კომპანია უნდა მიყვეს იმ პროცედურებს, რომელსაც ხელისუფლება მოითხოვს.


კომპანიამ მომხმარებლებს მოუწოდა, დაერეკათ ან მოეწერათ ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 11 სთ-დან 9 სთ-მდე.


ბირჟა ანაზღაურებას პირდება


Coinsecure-მა განაცხადა, რომ ის მომხმარებელს მათ დანაკარგებს აუნაზღაურებს. მოპარული თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი შეიძლება ბიტკოინის ნაცვლად ინდურ რუპიში აანაზღაურონ, თუ დაკარგული ბიტკოინები ვერ დაიბრუნეს.


ამ კვირაში გამოქვეყნებულ განცხადებაში, კომპანიამ აღნიშნა, რომ თავისი საფულიდან განხორციელებული ქურდობის შემდეგაც ყველა მომხმარებლის დეპოზიტი ინდურ რუპიში უსაფრთხოდაა შენახული. თუ ბირჟა შეძლებს დაკარგული ბიტკოინების აღდგენას, გამოდის, რომ კლიენტებს შეეძლებათ თავიანთი ანგარიშების ბალანსი ბიტკოინში უნდა დაიბრუნონ.


თუ დაკარგული ბიტკოინების აღდგენა შეუძლებელი გახდა, Coinsecure-მა განაცხადა, რომ 2018 წლის 9 აპრილისთვის ეს განაკვეთებსაც შეეხება. ბალანსის ერთი მეათედი ბიტკოინში, 90% კი ინდურ რუპიში იქნება ანაზღაურებული.


ანგარიშის მფლობელები ბევრს დაკარგავენ


9 აპრილის ვაჭრობის დასასრულს ბიტკოინის ფასმა მნიშვნელოვანი მოგების ზრდა განიცადა, როდესაც ის მხოლოდ 6,850 დოლარად შეფასდა. Coinsecure-ის მომხმარებლებმა შეიძლება ბიტკოინის ღირებულების მოგების 18% დაკარგონ, თუ ბირჟამ მანამდე ვერ დაიბრუნა მოპარული ბიტკოინები.


დაცარიელდა ყველა 438.318 ბიტკოინის მფლობელის საფულე.


ოფიციალური წარმომადგენლობა ეჭვმიტანილად შინაურს ასახელებ


პოლიციის საჩივარში Coinsecure-მა საკუთარი მთავარი სამეცნიერო ოფიცერი, ამიტაბ საქსენა, დაადანაშაულა ქურდობაში.


"ჩვენ ვგრძნობთ, რომ ის ყალბ ამბავს თხზავს ჩვენი ყურადღების გადასატანად და მას შეიძლება რაღაც როლი ჰქონდეს მთელ ამ ინციდენტში“, - აღნიშნა Coinsecure-ის დირექტორმა, მოჰიტ კარლამ. კარლამ ასევე იფიქრა საქსენასთვის პასპორტის ჩამორთმევაზე, რომ გამოძიების პეროდში ქვეყანა არ დაეტოვებინა.


Coinsecure-ის თანახმად, საქსენა BTG-ს ამოღებას ცდილობდა და მისი განცხადებით, კერძო გასაღებების მოპოვების პროცესში დაიკარგა თანხები.


ადრეულ განცხადებაში, Coinsecure-მა გამოთქვა, რომ ბიტკოინის საზოგადოებასთან თანამშრომლობა სურს, რათა მათ ჰაკერის იდენტიფიცირება შეძლონ და ბირჟას მოპარული სახსრების აღდგენაში დაეხმარონ. ნებისმიერი მოწოდებული ინფორმაციის სანაცვლოდ, რომელიც მოპარული თანხების დაბრუნებაში წაადგებათ, თანამშრომლები 10%-იან წამახალისებელ პრემიას მიიღებენ.


წყარო: ccn.com

bottom of page