top of page

Robinhood ფართოვდება!


კრიპტოვალუტების სტარტაპ ბირჟამ ნულოვანი საკომისიოებით, Robinhood-მა, ახლახანს გამოაცხადა, რომ კოლორადოშიც გავრცელდა. პლატფორმა მომხმარებლებს ბიტკოინითა და ეთერით საკომისიოების გარეშე ვაჭრობას სთავაზობს. კრიპტოვალუტებთან ერთად, Robinhood-ი მხარს უჭერს საფონდო ბირჟებს, ETF-ებსა და ოპციებს.


კოლორადო, რომელიც ცნობილია ბლოკჩეინის მიმართ მეგობრული ლეგისლაციით, შეუერთდება კალიფორნიას, მასაჩუსეტს, მისურისა და მონტანას, სადაც კრიპტობირჟა აპრილში გაიხსნა.


განცხადება ტვიტერზე გამოქვეყნდა, სადაც მან ბევრი გამოხმაურება მიიღო. მომხმარებლები ლაითკოინის დამატებას და სხვა შტატებში გავრცელებას ითხოვდნენ, როგორიცაა ტეხასი და ფლორიდა.


„თქვენ შეგიძლიათ, სიას გადაახტეთ, თუ მეგობრებს შემოგვიერთებთ“ - განაცხადა პლატფორმამ.


Rbinhood-ს არ გაუმჟღავნებია, აპირებს თუ არა ბიტკოინისა და ეთერიუმის გარდა სხვა ალტკოინების დამატებას, თუმცა ის მაინც სთავაზობ მომხმარებლებს კრიპტოვალუტებზე საბაზრო მონაცემებს. კომპანია 5.6 მილიარდ აშშ დოლარადაა შეფასებული.


ნულოვანი საკომისიოების გარდა, პლატფორმას პრემიუმ ანგარიშები, Robinhood Gold-ი, აქვს, რომელთა მფლობელებსაც ის თვიურ განაკვეთებსა და დეპოზიტის უფრო მაღალ ლიმიტებს სთავაზობს.


წყარო: ccn.com

bottom of page