top of page

ნიუ-იორკის კრიპტო ბირჟის გამოძიება “შეურაცხმყოფელია“


Kraken-ის CEO ჯესი პაუელს  მყარი პოზიცია ჰქონდა  ნიუ-იორკის მარეგულირებლების მიმართ, რომლებიც ცდილობდნენ, სან ფრანცისკოში დაფუძნებულ ბირჟას მონაწილეობა მიეღებინებინათ თავისი ახალი ვირტუალური ბაზრის მთლიანობის ინიციატივაში, რომელიც სავაჭრო პლატფორმების უფრო მეტ გამჭირვალობას მოითხოვს.


ამ კვირის დასაწყისში ნიუ-იორკის გენერალურმა პროკურორმა, ერიკ შნაიდერმა დაიწყო კრიპტოვალუტის პოპულარული ბირჟების ოპერაციებზე გამოკითხვის ჩატარება. გამოძიების ნაწილის თანახმად, მისმა ოფისმა დეტალური 34 პუნქტიანი კითხვარი 13 განსხვავებულ ბირჟას გადასცა, მათ შორის Kraken-საც, რომელსაც მაისის დასაწყისისთვის ფორმა უნდა შეევსო.


ბირჟების უმეტესობა დადებითად გამოეხმაურა წერილებს და საჯაროდ განაცხადეს კიდეც, რომ მოუთმენლად ელიან AG-ს გამოკითხვაში მონაწილეობის მიღებას და ამ სივრცეში გამჭირვალობის გაზრდას.


თუმცა, პაუელს, რომლის ბირჟა რეიტინგში ტოპ 15-ში მოხვდა, ყოველდღიური ვაჭრობის მოცულობის მიხედვით, გაცილებით უფრო კრიტიკული ტონი ჰქონდა თავის შენიშვნებში, რომელიც Twitter- ზე გამოაქვეყნა.


მან დაწერა:


"2015 წელს ნიუ იორკიდან Kraken-ის BitLicense-ის ნაკარნახევი გასვლა კიდევ ერთ დივიდენდს გვაძლევს. როდესაც ვნახე ეს 34-პუნქტიანი მოთხოვნა 2 კვირის შემდგომი დედლაინით, მაშინვე ვიფიქრე, რომ „ამათი გულწრფელი დამოკიდებულება - უფლებამოსილების ქონა, ჩვენი ბიზნესის, ჩვენი დროის მიმართ უპატივცემულობა! ამ პროდუქციისთვის რესურსების დივერსია მასიურია. ეს სრულიად ანადგურებს ჩვენს roadmap-ს! "მაშინ მივხვდი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც 3 წლის წინ ნიუ-იორკიდან გამოვედით და შეგვიძლია ამ გადაწყვეტილებისგან შორს დავიჭიროთ თავი".


როგორც მან თავის კომენტარებში განაცხადა, Kraken-მა ნიუ იორკში ოპერირება 2015 წლისთვის შეწყვიტა.



პაუელმა განაცხადა, რომ Kraken-ი ჩვეულებრივ საკმაოდ ღიაა იმისთვის, რომ მარეგულირებლებს ბირჟის  ბიზნეს ოპერაციები გააცნოს ისევე, როგორც არსებული კრიპტოვალუტის სივრცე. თუმცა, მან გააკრიტიკა AG- ის "ყრუ" მიდგომა და ამტკიცებს, რომ შტატი ბიზნესებისთვის არამეგობრულ გარემოს ქმნის.


"როდის იქნება საკმარისი ნიუ იორკისთვის? ჩვენ ეს ყველაფერი ერთხელ უკვე გავაკეთეთ და შემდეგ BitLicense-ს გამოსცემთ. რატომ არ ცდილობთ ამ ინფორმაციის მოპოვებას იმ ბიზნესებისგან, რომლებიც რეალურად თქვენს ქვეყანაში ოპერირებენ? Kraken-მა დატოვა ნიუ-იორკი, რადგან აქ კრიპტო სფეროსთვის არამეგობრული სიტუაციაა და ეს „კითხვარი“ კი, რომელიც დღეს მივიღეთ, ამტკიცებს, რომ ნიუ-იორკი არა მხოლოდ მტრულ გარემოს ქმნის კრიპტოსთვის, არამედ ბიზნესისთვისაც", - განაცხადა მან.


მან ასევე დაადანაშაულა სხვა კრიპტოვალუტის ბირჟები იმაში, რომ გამოძიებას „ფეხქვეშ ეგებიან“.


"ვინმემ უნდა თქვას რეალურად რას ფიქრობს ყველა NYAG-ის გამოძიების შესახებ. ამგვარი შეურაცხყოფისადმი მშვიდი თავის დაკვრა იძლევა შთაბეჭდილებას, რომ  კარგია ის, რაც ხდება. ეს კი არ არის კარგი. ეს შეურაცხყოფაა ", - თანაც დასძინა: "წარმატებები ნიუ იორკელებს".


წყარო: ccn.com

bottom of page