კრიპტოვალუტების ბირჟა საკუთარ მონეტას უშვებს
Bithumb-ი, სამხრეთ კორეას ყველაზე დიდი კრიპტოვალუტების ბირჟა, წელს პირველადი ჟეტონების შეთავაზებას აპირებს თავისი საკუთარი Bithumb მონეტის გამოსაშვებად.
Bithumb მონეტა
ზოგიერთ უმსხვილეს კრიპტოვალუტების ბირჟას, რომლებიც მილიარდ დოლარადაა შეფასებული - Binance, Kucoin, Huobi - უკვე გააჩნიატ საკუთარი მონეტები კრიპტოვალუტებით სავაჭროდ და საკომისიოების გადასახადად. მაგალითად, Binance-ზე მომხმარებლებს ნაკლები საკომისიოები ეკისრებათ Binance მონეტით ვაჭრობისას და კომპანიაც ICO-თი მიღებული ფინანსებით ფარავს თავის ოპერაციულ ხარჯებს.
News1-თან ინტერვიუსას, Bithumb-მა გამოამღჟავნა, რომ თავის ვალუტას ის ორ ნაწილად, ან ორ ტიპად გამოუშვებს, მაგრამ ამის თაობაზე სხვა დეტალებს კომპანია ჯერ არ ავრცელებს. რაც უფრო მნიშვნელოვანია, Bithumb-მა განაცხადა, რომ ის საჯარო ICO-ს წარმართვის მაგივრად მონეტებს ინსტიტუციურ ინვესტორებსა და მსხვილ ინვესტირების ფირმებზე გაყიდის.
როგორც ეს მსხვილ მასშტაბიანი ICO-ს დროს ხდება, ინდივიდუალურ ინვესტორებს მონაწილეობის მირება მხოლოდ მაშინ შეეძლებათ, თუ ისინი სხვა ინდივიდუალურ ინვესტორებთან ერთად დიდ ჯგუფში გაერთიანდებიან.
საჯარო კომპანია
Bithumb-ი საჯარო კომპანიაა, რომელიც BTCKorea-ს მიერ იმართება და ვალდებულია, მათ გაუზიაროს ყველა მოგება, კუთვნილება და ბალანსის მონაცემები. შედეგად, კომპანიას ICO-ს წარმოება შეიძლება გაუჭირდეს კიდეც. ამჟამად ის პირველადი ჟეტონების შეთავაზებასთან დაკავშირებულ სხვა დეტალებს ასაიდუმლოებს და მხოლოდ მაშინ ისაუბრებს ამის შესახებ, როდესაც სრულიად მზად იქნება ICO-ს დასაწყებად.
წყარო: ccn.com