top of page

Monacoin - იაპონიის პირველი ადგილობრივი კრიპტოვალუტა


პირველი კრიპტოვალუტა - ბიტკოინი - სატოში ნაკამოტომ ინდივიდმა ან ჯგუფმა შექმნა იაპონური სახელით. მიუხედავად ამისა, არავინაა დარწმუნებული მის ეროვნებაში. თუმცა, შეიძლება იაპონელების ბიტკოინისადმი კეთილგანწყობის მიზეზიც სწორედ ესაა - ერთგვარი ეროვნული სიამაყე.


რაც ბევრმა არ იცის, არის ის, რომ ბიტკოინს საკუთარი ადგილობრივი კრიპტოვალუტა Monacoin აქვს, რომელიც 2013 წელს სახუმაროდ შეიქმნა; თუმცა, ბოლო წლებში ის სერიოზულ საკუთრებად იქცა. მაგრამ ღირს თუ არა მასში ინვესტირება?


Monacoin-ის ბაზრის კაპიტალიზაცია ამ დროისთვის თითქმის $244 მილიონია და 1 Monacoin-ის შეძენა $4,14-ად შეგიძლიათ. როგორც თითქმის ყველა კრიპტოვალუტის შემთხვევაში, Monacoin-ის ფასიც ძლიერ რყევებს განიცდიდა, თუმცა ბოლო კვირების მანძილზე, მან სტაბილური ზრდა დაიწყო.


Monacoin-ის შემქმნელი პიროვნება ან ადამიანთა ჯგუფი, სახელად “Mr. Watanabe” არის. სატოში ნაკამოტოს მსგავსად, არც მისი ვინაობა გამჟღავნებულა აქამდე.


Mr. Watanabe-მ განაცხადა, რომ Monacoin-ი არ იყო გათვლილი, როგორც ყოველდღიურად გამოსაყენებელი ვალუტა, თუმცა მას იაპონიაში ვიდეოთამაშების რამდენიმე პლატფორმა იყენებდა.


მას შემდეგ, რაც ტოკიოში არსებულმა კრიპტოვალუტების უდიდესმა ბირჟამ კრახი განიცადა 2014 წელს, Monacoin-ზე, როგორც უსაფრთხო და იაპონურ ალტკოინზე, პოზიტიური სიახლეები გამოჩნდა.


დღეისთვის ყველაზე ცოტა 4 დიდი კრიპტობირჟა არსებობს, სადაც Monacoin-ის შეძენა შეგიძლიათ. ამასთან იაპონიაში სულ უფრო და უფრო მეტ ბანკომატს შეხვდებით, სადაც ამ ვალუტის ყიდვა-გაყიდვას შეძლებთ. მიუხედავად იაპონიაში Monacoin-ის პოპულარობისა, ქვეყნის საზღვრებს გარეთ მას არც თუ ისე ბევრი მმხმარებელი ჰყავს. მისი მაინინგი შესაძლებელია, თუ გაქვთ საკმარისი კომპიუტერული სიმძლავრე და დრო ამისთვის. შეუძლებელია წინასწარ იმის განსაზღვრა, დიდი ხანი დარჩება თუ არა Monacoin ბაზარზე.


ბევრი ექსპერტის ვარაუდით, ენობრივი ბარიერია იმის მიზეზი, რომ Monacoin-მა ფეხი ვერ მოიკიდა სხვა ქვეყნებში და იმდენად მჭიდროდაა დაკავშირებული იაპონიასთან, რომ შექმნის ქვეყანაშივე დასარჩენადაა განწირული.


თუ თქვენ იაპონიაში ცხოვრობთ და გსურთ კრიპტოვალუტის ქონა და მისი გამოყენება ონლაინ შოპინგისთვის, Monacoin მშვენიერი ვარიანტია ამისთვის, თუმცა უცხოელებს, რომლებიც არ ფლობენ იაპონურ ენას, გაუჭირდებათ Monacoin-ზე ინფორმაციის მოძიება.


წყარო: forbes.com

bottom of page