Bitmain-ი ტრანზაქციულ ხარჯებს ამცირებს
კრიპტოვალუტების მაინერების მწარმოებელმა და მაინინგ ოპერატორმა, Bitmain-მა, განაცხადა, რომ ბიტკოინ ქეშის მაინინგისას წარმოქმნილი ტრანზაქციული ხარჯების ნაწილს გააუქმებს კრიპტოეკონომიკის გასაჯანსაღებლად.
AntPool-მა, ჩინურმა მაინინგ კომპანიამ, განაცხადა, რომ ბიტკოინ ქეშის ბლოკების მაინინგის ტრანზაქციული ხარჯების 12%-ს გააუქმებს და მათ სხვაგან მიმართავს.
ბიტკოინ ქეში სულ უფრო და უფრო ფართოდ გავრცელებული საჯარო ბლოკჩეინი ხდება. Bitmain-ი აცხადებს, რომ ტრანზაქციული ხარჯების გაუქმებით, ისინი შიდა ეკონომიკას გააძლიერებენ და ინვესტორებს უფრო დიდი მოგების ნახვაში დაეხმარებიან.
ოფიციალური განცხადება:
„აქტიურ მომხმარებლებთან ერთად, რომლებიც ბიტკოინ ქეშს ხარჯავენ, ეკოსისტემისთვის მნიშვნელოვანი გარანტი არიან ინვესტორებიც, რომლებიც ამ კრიპტოვალუტას ფლობენ. მათ გარეშე ბიტკოინ ქეშის ბირჟა მხარდაჭერას დაკარგავს. ვთვლით, რომ მათაც უნდა ნახონ სათანადო მოგება ბიტკოინ ქეშის წილის ფლობით. ტრანზაქციული ხარჯები, რომლებსაც მაინერები გამოიმუშავებენ, ბიტკოინ ქეშის ეკოსისტემის ზრდის მნიშვნელოვანი ინდიკატორია. თუ ამ გადასახადების ნაწილს გავაუქმებთ, მნიშვნელოვან შედეგს მივაღწევთ, რადგან მაინერებმა საკუთარი შემოსავალი უნდა უწილადონ მთელს ბიტკოინ ქეშის ქსელს“.
Bitmain-ის პოზიცია შემდეგია - თუ შემცირდება ბიტკოინ ქეშის მიწოდება და ბრუნვაში უფრო ნაკლები რაოდენობა იქნება, ეს შეამცირებს მისი გამყიდველების რაოდენობას რაც გაზრდის ფასს.
ამ დროისთვის, AntPool-ზე დამაინინგებული ბიტკოინ ქეშის ბლოკების 7,3% მოდის ყოველკვირეულად, ბოლო 24 საათში კი - 10%-ზე მეტი.
Bitmain-ი სხვა მაინინგ კომპანიებსაც მოუწოდებს, მიბაძონ მათ, რათა პრაქტიკული დე ფაქტო პოლიტიკა შექმნან ქსელისთვის.
წყარო: ccn.com