Wall Street-ი კრიპტობაზრის დომინანტი გახდება
პოპულარული კაპიტალის ბაზრები ბიტკოინის ფიუჩერსებით ვაჭრობაში 2017 წლის დეკემბრიდან ჩაერთვნენ, რამაც გამოიწვია $20,000-მდე ფასის სწრაფი ზრდა. შეიძლება ეს მხოლოდ დასაწყისი იყოს, რადგან Wall Street -ის ბანკები იწყებენ კრიპტოვალუტების გადაცვლის შესაძლებლობის დამატებას.
ანალიტიკოსების აზრით, Wall Street-ი მალე ყველაზე კომფორტულად იგრძნობს თავს კრიპტოვალუტებში.
Barclays Plc-მა, რომელიც დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბანკია, გამოაცხადა, რომ მომხმარებლების მოთხოვნის შემთხვევაში, ისინი დაიწყებენ კრიპტოვალუტების გადაცვლის მომსახურებას. შეიძლება ბევრი სხვა ფინანსური ინსტიტუციისთვის, რომლებიც ჯერ ვერ წყვეტენ, თუ როგორი პოლიტიკა გაატარონ კრიპტოვალუტების მიმართ, ზემოთხსენებული ბანკის ეს გადაწყვეტილება მასტიმულირებლადაც იქცეს.
ბანკის, როგორც ფინანსური ინსტიტუციის ვალდებულებაა, მომხმარებელს მისთვის სასრუველი რამ მიჰყიდოს. თუ კრიპტოვალუტები მალე ფინანსური სამყაროს კიდევ უფრო დიდ ნაწილს დაიკავებს, ბანკები, რომლებიც ამ სფეროში არ იქნებიან ჩართული, ჩამორჩებიან მსოფლიო ტრენდს, რაც მათთვის დიდი დარტყმა იქნება.
როდესაც ბანკები ხედავენ, რომ მათი მომხმაებლისგან არსებობს დიდი რაოდენობით მოთხოვნა გარკვეულ სერვისზე, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა არსებულ მოთხოვნას შესაბამისი მიწოდება შესთავაზონ.
მას შემდეგ, რაც დაიწყო ბიტკოინის ფიუჩერსების გაყიდვა, ბევრი ინვესტორი უფრო თამამად და მარტივად ერთვებოდა კრიპტობიზნესში. ბლუმბერგის ერთ-ერთი წამყვანი ჟურნალისტის, მეთ ლევინის აზრით, თუ ბანკები ნახავენ, რომ მომხმარებლებს ეს სურთ, ისინი მალე დაიწყებენ კრიპტოვალუტებით აქტიურ ვაჭრობას.
ცხადია, წინასწარ ამის განჭვრეტა საკმაოდ რთულია და კრიპტოვალუტების ბედი ჯერაც გადაუწყვეტელი რჩება, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ციფრული ფულის სრული კაპიტალიზაცია რამდენიმე ასეულ მილიარდ დოლარს უკვე ითვლის კრიზისული პერიოდის მიუხედავად. კერძოდ კი $330 მილიარდს, 3-4 თვის წინ კი კაპიტალიზაცია თითქმის საჯმერ მეტი იყო დღევანდელ მაჩვენებელზე.
წყარო - news.bitcoin.com