top of page

კრიპტო ბირჟის გიგანტი ბაზარს ტოვებს


Bloomberg-ი იტყობინება, რომ აშშ-ში დაფუძნებული კრიპტოვალუტის ბირჟა, Kraken, ბიზნესის ხარჯების ზრდის გამო „თავის ყველა მომსახურებას“ დახურავს იაპონიაში, თუმცა მომავალში თავიდან გამოჩენის შესაძლებლობას იტოვებს.


Kraken-ის განცხადებით:


„იაპონიის მაცხოვრებლებისთვის სერვისების შეჩერება საშუალებას მოგვცემს, გავაუმჯობესოთ ჩვენი რესურსები სხვა გეოგრაფიულ არეებში. ეს სერვისის ლოკალიზებული შეჩერებაა, რომელიც მხოლოდ იაპონიის მაცხოვრებლებზე მოქმედებს და არა იაპონიის მოქალაქეებზე, ან იაპონიის გარეთ არსებულ ბიზნესებზე.“


Kraken-მა, მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე ხანგრძლივმა კრიპტოვალუტის ბირჟამ, იაპონიის ფინანსისტებისგან მილიონობით დოლარის ინვესტიციები ნახა, მათ შორის საბანკო სისტემის გიგანტის, SBI-ს, ვენჩარ კაპიტალისგანაც. იმ დროს Kraken-მა აღნიშნა, რომ გეგმაში აქვს კრიპტოვალუტებით, კონკრეტულად კი ბიტკოინითა და ეთერიუმით, დაფინანსების მომსახურების იაპონიაში დანერგვა.


Kraken-ის ბაზრიდან გასვლის ამბავი ზუსტად მაშინ ხდება ცნობილი, როდესაც იაპონიის ფინანსურმა მარეგულირებელმა, ფინანსური მომსახურების სააგენტომ (FSA), ადგილობრივ ბაზარზე სავალუტო ოპერატორების შემოწმებას მოუხშირა. მარტში FSA-მ ოფიციალური გაფრთხილება მისცა Binance-ს, ამჟამად მსოფლიოში ყველაზე დიდ კრიპტოვალუტის ბირჟას, რომელიც ქვეყანაში სააგენტოსგან მისაღები ლიცენზიისა და რეგისტრაციის გარეშე ოპერირებდა.


შემოწმების გაძლიერება Coincheck-იდან, ტოკიოში დაფუძნებული ბირჟიდან, 530 მილიონი დოლარის NEM მონეტების ქურდობას მოჰყვა, რაც ჯერჯერობით ისტორიაში კრიპტო ბირჟის ყველაზე დიდ ქურდობადაა მიჩნეული. იანვარიდან მოყოლებული, ბევრმა ბირჟამ მიიღო მარეგულირებლისგან შეჩერების ბრძანება. მარტის ბოლოს, FSA-მ ორი კრიპტოვალუტის ბირჟის დახურვის ბრძანებაც გასცა. ამას გარდა, იაპონიის საბანკო გიგანტის, SBI-ის, მიერ ოპერირებადმა ბირჟამ, SBI-ს ვირტუალურმა ვალუტამ, გადადო გახსნა, რათა გაეუმჯობისებინა კიბერუსაფრთხოება.



მიუხედავად ყველაფრისა, იაპონია კრიპტოვალუტის ბიზნესების მიმართ ჯერ კიდევ მეგობრული რჩება. ამ თვის დასაწყისში, მთავრობის მიერ მხარდაჭერილმა სამუშაო ჯგუფმა ახალი სახელმძღვანელო პრინციპები წამოაყენა, რომლებიც ქვეყანაში პირველადი მონეტების შეთავაზების (ICO) ლეგალიზაციისა და რეგულირებისთვის იქნება განკუთვნილი.


იაპონიის საზოგადოებაში ბიტკოინის, როგორც გადახდის ლეგალური მეთოდის აღიარებამ და კრიპტოვალუტის შემოსვლამ მსხვილი იაპონური კორპორატიული გიგანტების კრიპტო სივრცეში ჩართვა გამოიწვია. ამ თვის დასაწყისში, იაპონიის ონლაინ საბროკერომ, Monex- მა, გამოაცხადა, რომ Coincheck- ის შესყიდვას აპირებს, მიუხედავად იანვარში მომხდარი ქურდობისა. გასულ კვირას კი, ინტერნეტ გიგანტმა, Yahoo Japan-მა, დაადასტურა ის ფაქტი, რომ ტოკიოში დაფუძნებული BitARG -ის 40%-იანი წილის ყიდვას აპირებს, რაც დაახლოებით 2-3 მილიარდი იენი ანუ 18.5-27.8 მილიონი დოლარი დაუჯდება.


წყარო: ccn.com

bottom of page