top of page

კრიპტო თაღლითებს ციხე ელოდებათ!


ფილიპინების ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიამ (SEC) მკაფიოდ გააფრთხილა 14 კრიპტოვალუტაში ინვესტირების გეგმების პრომოუტერები, არ წაექეზებინათ ქვეყნის ინვესტორები.


რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ საკონსულტაციო წერილში, ფილიპინების კომისიამ საზოგადოებას მოუწოდა, ფრთხილად ყოფილიყვნენ 14 დაურეგისტრირებელი ონლაინ ინვესტირების სქემასთან, რომლებიც მათ „არარეალურ“ მოგებას სთავაზობდა კრიპტოვალუტაში ინვესტირებისთვის.


როგორც SEC-ის განცხადებაში წერია, პრომოუტერები ინვესტირების კონტრაქტორებს თავიანთ Facebook-ის გვერდზე 10%-დან 200%-მდე მოგებას სთავაზობდნენ ყოველთვიურად. საპასუხოდ, კომისიამ საკონსულტაციო წერილი გამოქვეყნა, სადაც ინვესტორებს ისეთი შემოთავაზებებისგან თავის შორს დაჭერას ურჩევდა, რომლებიც ახალ ინვესტორებს დაახლოებით 50$-ის დეპოზიტით იღებდა.


ეს 14 დაწესებულება პირდაპირ არღვევს ფილიპინების ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიის წესებს, რომლებიც ლიცენზიის გარეშე ოპერირებას ეხება.


ნებისმიერი პრომოუტერი, რომელიც თავს გამყიდველად, დილერად ან ბროკერად გაასაღებს, კრიმინალის მუხლით გასამართლდება და „მაქსიმუმ 5 მილიონი პესოს ჯარიმას, 21 წლიან ციხეს, ან ორივეს ერთად მიიღებს.“


ამავდროულად, ფილიპინების კანონმდებლები ახალი კანონის დაწესებას აპირებენ, რომელიც უფრო მკაცრად დასჯის კრიპტოვალუტების დანაშაულში გარეულ პირებს.


წყარო: ccn.com

bottom of page