"ბიტკოინი კრიმინალური აქტივობების მაგნიტი არ არის"
კვებეკის ხელისუფლების ოფისის მთავარმა მეცნიერმა განაცხადა, რომ ბიტკოინი ფულის გათეთრების ხელსაწყო არ არის და არც „მაგნიტია“ სხვა სახის კრიმინალური აქტივობებისთვის.
მეცნიერმა, რემი ქვირიონმა, ბიტკოინთან დაკავშირებული ფაქტების შემოწმება გამოაქვეყნა, სადაც მან შეისწავლა ფართოდ გავრცელებული შეხედულება, რომლის თანახმადაც ვალუტა „ფულის გათეთრების ინდექსია”.
თუმცა, ამ რწმენის საპირისპიროდ, ხელისუფლებამ აღმოაჩინა, რომ ბიტკოინსა და კრიმინალურ აქტივობებს შორის არანაირი აზრიანი კავშირი არ არსებობს, პირველ რიგში იმიტომ, რომ ბიტკოინის ტრანზაქციები არ არის ანონიმური და ხშირად სასამართლო ძალებისთვის საკმაოდ მარტივად მისაკვლევია.
„ბიტკოინი კანონზე მაღლა არ დგას და არც არალეგალური ტრანზაქციების მაგნიტი არ არის: ის მხოლოდ უმცირეს როლს თამაშობს მსოფლიოს მასშტაბით კრიმინალური ფულის ცირკულაციაში. მიზეზი: ის ნაკლებ მიმზიდველია ნებისმიერისთვის, ვისაც უკვალო ტრანზაქციების განხორციელება სურს.“ - განაცხადა რემიმ სტატიაში, რომელიც ფრანგულად დაიწერა.
ახალი კვლევის ციტირებით, რომელიც სანქციებისა და დემოკრატიების უსაფრთხოების არალეგალური ფინანსების დაწესებულების ფონდში გამოქვეყნდა, კვებეკის ხელისუფლებამ აღნიშნა, რომ ოთხი წლის განმავლობაში, არალეგალურ აქტივობებთან დკავშირებული ფინანსების მხოლოდ 0.61%-ია შენიშნული კრიპტოვალუტებით ვაჭრობაში.
უფრო მეტიც, ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული ბიტკოინის ტრანზაქციების პროცენტული მაჩვენებელი დროთა განმავლობაში შემცირდა კიდეც, 2013 წელს 1.07%-იდან მხოლოდ 0.12%-მდე 2016 წელს. ამის მიზეზი ნაწილობრივ ისიც შეიძლება იყოს, რომ კონფიდენციალობაზე ორიენტირებულმა კრიპტოვალუტებმა, როგორიცაა მონერო, დიდწილად ჩაანაცვლა ბიტკოინი შავი ქსელის ბაზარზე.
როგორც CCN-ი იტყობინება, ამერიკული დოლარი კვლავ ყველაზე ხშირად გამოყენებული ვალუტაა კრიმინალურ აქტივობებში.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების სააგენტო მზადაა, გააცნობიეროს ეს ფაქტი, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია კრიპტოვალუტების მსოფლიო მასშტაბით ათვისებისკენ.
წყარო: ccn.com