top of page

Apple-სა და Ripple-ის ახალი პარტნიორობა: რა ეფექტი ექნება ამას ფასზე?


სულ უფრო და უფრო მეტი სიახლე ჩნდება რიპლის ახალი პარტნიორების შესახებ. მათ შორის არის ჭორებიც, რომელთა წყაროს პროგნოზები გასულ თვეებში გამართლებულა.


ორი ყველაზე დიდი პოტენციური პარტნიორი, რომელსაც რიპლს უკავშირებენ, არის Santander-ი თავისი OnePay FX ფულის სატრანსფერო აპლიკაციით და, ტექ-გიგანტი Apple.


ბევრი კომპანია, რომელიც რიპლთან პარტნიორობს, იმდენად არ არის დაინტერესებული რიპლის, როგორც ვალუტის გამოყენების დანერგვით, რამდენადაც არის რიპლის უკან მდგარი გადახდის ტექნოლოგიებით.


როგორც Jungle Inc უსვამს ხაზს, რიპლი არის პროდუქტი, რომელსაც შეუძლია პრობლემების გადაჭრა. ეს არის ვალუტა, რომელსაც აქვს ღირებულება და რომელსაც პარტნიორები გამოიყენებენ, როგორც ნამდვილ ვალუტას. Jungle Inc ახალ პარტნიორობებს „წარმატებისკენ გზის გაკვლევად“ მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ეს OnePay-ს მსგავს გადახდის სერვისში ისეთი სისტემების ინტეგრაციას ნიშნავს, როგორიცაა xCurrent და xRapit. მისი თქმით ეს საბოლოოდ რიპლის ინტეგრაციამდე მიგვიყვანს.


Jungle Inc ის ვიდეო შეგიძლიათ, იხილოთ აქ:



Apple ცნობილია თანამედროვე ტექნოლოგიების მაქსიმალური ათვისებით და გლობალურ ბაზარზე გაყვანით; ამიტომაც რეალურია, რომ ისინი დაინტერესებულები იყვნენ კრიპტოვალუტებით. ეფლი მომხმარებლებს მარტივად გამოსაყენებელ პროდუქტებს სთავაზობს. მან მოახერხა სმარტფონების გაპოპულარულება. შეუძლია თუ არა იგივე ქნას კრიპტოვალუტებზეც? რატომაც არა?


თუ წარმოვიდგენთ, რა მასშტაბებზე გვაქვს საუბარი, როცა საქმე Apple-ს ეხება, მარტივად მივხვდებით, რომ რიპლისა და ეფლის თანამშრომლობა XRP-ს სამომავლო ინტეგრაციას გაუღებს კარს. ეს კი უზარმაზარ შედეგს იქონიებს XRP-ს ფასსა და მოცულობაზე.


ეს არის რიპლის მომავლის ოპტიმისტური ხედვა, რომლის გამამყარებელი არგუმენტების რაოდენობაც იზრდება. ინვესტორებს იმედი აქვთ, რომ რიპლი მალე მიაღწევს $10-იან ნიშნულს, სტატიის წერის მომენტში კი რიპლის ფასი $0,65-ია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ შედეგამდე რიპლს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი.


თუმცა, შეგვიძლია კიდევ უფრო დიდი იმედით აღვნიშნოთ, რომ თუ ეფლი დაიწყებს XRP-ს გადახდის საშუალებადგამოყენებას, ოპტიმისტური პროგნოზი და ახალი სამიზნე არა $10, არამედ $50-იც კი შეიძლება გახდეს.


რაც მეტი სიახლე დაიდება ეფლისა და რიპლის პარტნიორობის შესახებ, მოსალოდნელია ფასის შესაბამისი ცვლილებაც. ზემოთ აღნიშნული მიზეზების გამო, ფასი შეიძლება საგრძნობლად გაიზარდოს. თუმცა, მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, რომ თუ აპირებთ რიპლში ინვესტირებას, არ აჰყვეთ სპეკულაციის ტალღას. წინასწარი პროგნოზები პროგნოზებად დარჩება მანამ, სანამ ეფლის და რიპლის მხარე ოფიციალურ განცხადებებს არ გააკეთებენ და არ დაიწყება სერიოზული მოლაპარაკებები App Store-ში რიპლის, როგორც ვალუტის, გამოყენებაზე.


წყარო: cryptodaily.co.uk

bottom of page