უდიდესი საინვესტიციო ფირმა კრიპტობირჟას ხსნის
გავრცელდა ცნობა, რომ ბრაზილიური გიგანტი XP Investimentos, რომელიც $35 მილიარდის ინვესტიციებს განაგებს და ემსახურება 500,000 კლიენტს, კრიპტობირჟის გახსნას აპირებს. გავრცელებული ინფორმაციით, XP Investimentos-მa უკვე დაარეგისტრირა XDEX INTERMEDIACAO LTDA , რომლის სარეგისტრაციო კაპიტალი დაახლოებით $7,3 მილიონია.
იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც ხელმისაწვდომია ოფიციალურ წყაროებზე, კომპანია თავდაპირველად დარეგისტრირებული იყო, როგორც XP COIN INTERMEDIACAO, 2017 წლის აგვისტოში. ნოემბერში, როცა კრიპტოვალუტების უმეტესობის ფასი საგრძნობლად გაიზარდა, კომპანიამ მიიღო კაპიტალის ახალი ნაკადი და გადაკეთდა XDEX-დ. 2018 წლის დასაწყისში კი კომპანიამ მიიღო $7,3 მილიონის 80% მოგებად.
Portal do Bitcoin-ის მიხედვით, ფედერალური შემოსავლების დეპარტამენტისგან მიღებული ინფორმაცია გვიჩვენებს, რომ აღნიშნული კომპანია დაკავშირებულია XP Investimentos-სთან. მათი საიტი, xdex.com, ამ დროისთვის მიუწვდომელია.
XP Investimentos გასული წლიდან ცდილობს კრიპტოვალუტებთან დაახლოებას. 2017 წლის ოქტომბერში მათ დაარეგისტრირეს ბრენდი “XP Bitcoin”. როგორც შემდგომ გაირკვა, ეს იყო კომპანია, რომელიც მუშაობდა კრიპტობაზრის შესწავლაზე. 1 თვის შემდეგ კი საინვესტიციო გიგანტმა დაიქირავა ფერნანდო ურლიხი, კრიპტოვალუტების ბრაზილიელი ექსპერტი.
ამავე პერიოდში ბრაზილიაში შეიქმნა ბირჟებისა და ბიზნესების 2 კონკურენტი ასოციაცია. ისინი დღემდე ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ რა დოზით და საერთოდ უნდა დარეგულირდეს თუ არა კრიტობაზარი. ფერნანდო ფორლანი, რომელიც ერთ-ერთი ასოციაციის პრეზიდენტია, აცხადებს:
„არსებობს სამართლებრივი ეჭვები, რადგან კრიპტოვალუტები შესაძლოა გამოიყენონ როგორც გადახდის საშუალება და ფინანსური აქტივი, ასევე შავი ბაზრის წამახალისებელი საშუალება“.
XP Investimentos-ის ინიციატივა შესაძლოა დროული იყოს, რადგან დღეს არსებული ბრაზილიის წამყვანი კრიპტობირჟა კრიზისულ პერიოდს განიცდის და ახალი სანდო ბირჟა შესაძლოა მომგებიანი აღმოჩნდეს როგორც კომპანიისთვის, ასევე კრიპტოინვესტორებისთვის.
წყარო: ccn.com