top of page

ეთერიუმის ბლოკჩეინი სირიელ ლტოლვილებს იდენტობის აღდგენაში დაეხმარება


ბლოკჩეინის პიონერები ზუსტად ასეთ სოციალურ გავლენაზე საუბრობდნენ,როდესაც ტექნოლოგიას ქმნიდნენ. მაშინ, როცა სირიამ თავის მოქალაქეებზე ქიმიური თავდასხმების განხორციელებით მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, ლტოლვილები, რომლებმაც მეზობელ იორდანიაში თავშესაფრის საპოვნელად დატოვეს ქვეყანა, ჰუმანიტარულ პროგრამას წააწყდნენ. ეს პროგრამა ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დახმარებით მათი პირადი მონაცემების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. პროგრამის სახელია Building Blocks და ის გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამისა (WFP) და რამდენიმე ინდუსტრიის პარტნიორის მიერ იქნა შემუშავებული.


MIT Technology Review-ის მიერ გადმოცემულ ამბავში საუბარია აზრაკის ლტოლვილთა ბანაკის შესახებ, სადაც ათობით ათასმა სირიელმა შიშით მოცული ქვეყნიდან თავის დასაღწევად ბინა იორდანიის დასახლებაში დაიდო. ეს ლტოლვილები პროექტის ნაწილი არიან, რომელიც "ეთერიუმ ბლოკჩეინის კერძო ჩანგალს" მოიცავს. სადაც ისინი ყოველდღიური ტრანზაქციებით " გამოისყიდიან WFP- ის მიერ გაწეულ დახმარებას“ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის საშუალებით და მათი პირადი მონაცემების დაცულობის გარანტიაც ექნებათ.


MIT Tech-ს ასევე ერთი ლტოლვილის მაგალითი მოჰყავს, რომელსაც იორდანიის ადგილობრივ სუპერმარკეტში პროდუქტის საყიდელად, მხოლოდ კამერათი selfie-ს გადაღება მოუწევს სალაროსთან. ამას ქვია "EyePay", რადგან თვალების გამოსახულებით ხდება მისი იდენტიფიცირება.


სოციალური და ეკონომიკური სარგებელი


ამ პროექტის სარგებელი როგორც სოციალური, ისე ეკონომიური იქნება, რომელიც მომავალი თაობების ცხოვრებაზეც მოახდენს გავლენას. ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ამ ადამიანებს, რომლებსაც ქვეყანაში არსებული ომის გამო მოუწიათ ყველაფრის დატოვება, საშუალება ეძლევათ სიცოცხლე თავიდან დაიწყონ.


კრიზისმა ეს ლტოლვილები, ასე რომ ვთქვათ, სიცივეში გარეთ დატოვა, რადგან მათთვის პირადობის დამადასტურებელი საბუთის გარეშე სამუშაო ძალის ნაწილად ქცევა შუძლებელი გახდა. ბლოკჩეინის ტექნოლოგია კი საშუალებას იძლევა ციფრული იდენტობის შექმნას იმ ადამიანებისთვის, ვისაც არ გააჩნიათ ID- ს ფორმალური საბუთი, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მტკიცებულება და ა.შ.

პროგრამის შემქმნელი, ჰუმან ჰადადი იმედოვნებს, რომ ერთ დღესაც სირიელ ლტოლვილებს შეეძლებათ ციფრული საფულის მეშვეობით ტრანზაქციების განხორციელება, რომელიც ბლოკჩეინზე დაფუძნებული ID სისტემის მეშვეობით მათი შესყიდვების ისტორიას, საიდენტიფიკაციო და "ფინანსურ ანგარიშებთან წვდომის“ ჩანაწერს შეინახავს.

ამავდროულად, Building Blocks-მა ჰუმანიტარულ დახმარებასთან დაკავშირებით არსებული ტიპური მიდგომა შეცვალა. მაგალითად, WFP, როგორც წესი, საკვებს ისეთ ადამიანებს უგზავნის, როგორებიცაა იორდანიის ბანაკში არსებული სირიელი ლტოლვილები. ამის ნაცვლად, ამ ადამიანებს საშუალება მიეცემათ, თვითონ გამოიყენონ ფული. ბლოკჩეინზე დაფუძნებული პროგრამა საბანკო გადარიცხვებსა და დამატებით გადასახადებთან დაკავშირებულ ხარჯებს ამცირებს, რაც მათი 98%-იანი შემცირებით დასტურდება. ამის შედეგად, დევნილებს უფრო მეტი ფული დარჩებათ, რასაც თავიანთი ცხოვრების აღსადგენად გამოიყენებენ.

წყარო: ccn.com

bottom of page