top of page

Yahoo Japan კრიპტობირჟის წილს ყიდულობს


Yahoo Japan-მა გასულ პარასკევს განაცხადა, რომ ის იაპონური კრიპტობირჟის წილის მფლობელი გახდება.


Z Corporation, რომელსაც სრულიად Yahoo Japan ფლობს, შეიძენს BitArt Echange Tokyo-ს 40%-ს, რაც 3 მილიონ იენამდე ღირს ( $27 მილიონი ). კრიპტობირჟა ოფიციალურად ფუნქციონირებას 2018 წლის გაზაფხულზე დაიწყებს.


„ჩვენ ჩვენს კომპანიაში მომუშავე ექსპერტების ცოდნას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა უსაფრთხოება, გამართულად ფუნქციონირება და ტექნიკუი ხმარდაჭერა, მოვახმართ BitArt Echange Tokyo-ს“ - დაიწერა Yahoo Japan-ის ოფიციალურ განცხადებაში. BitArt Echange Tokyo მომხმარებლებს მიაწვდის „მაქსიმალურად მარტივ და უსაფრთხო მომსახურებას“.


აღნიშნულ შენაძენზე პირველად ჭორები მარტის თვეში გამოჩნდა, თუმცა თავდაპირველად BitArt Echange Tokyo-ს არა Z Corporation-ს, არამედ იაპონური Yahoo-ს ერთ-ერთ სუბსიდირებულ კომპანიას უკავშირებდნენ.


იაპონია არის ინდუსტრიული ჰაბი, სადაც 3 მილიონზე მეტი ადგილობრივი კრიპტოვალუებით მოვაჭრეა და მიუხედავად მთავრობის მხრიდან სულ ახლახან დაწესებული რეგულაციებისა, Yahoo Japan-ის ეს ნაბიჯი იმაზე მიმანიშნებელია, რომ იაპონელი ინვესტორები რეგულაციების მიუხედავად აპირებენ აქტიურად ყოფნას კრიპტობაზარზე.


წყარორ - coindesk.com

bottom of page