top of page

“ბიტკოინის ფასი წლის ბოლოს $25,000, ხოლო 2022 წლისთვის $250,000 მიაღწევს”


ამ კვირაში ბიტკოინის ფასმა $8,000-ს გადააჭარბა, რასაც მოჰყვა მსოფლიოს წამყვან კრიპტობირჟებზე დიდი რაოდენობით კრიპტოვალუტების მასობრივი შესყიდვა. ექსპერტების ვარაუდით, ამ ქმედებებმა ბევრი ინვესტორისთვის გამომაფხიზლებელ ეფექტად იმოქმედა.


$250,000 2022 წლისთვის?


ტიმ დრეიპერმა, რომელიც წილს ფლობს, ისეთ გიგანტურ კომპანიებში, როგორიც მაგალითად არის SpaceX, 13 აპრილს გააკეთა განცხადება, რომ ბიტკოინის ფასი შეძლებს, $250,000-ს მიაღწიოს 2022 წლისთვის.


მოვლენების ასეთი განვითარება ბაზრის ჯამურ კაპიტალიზაციას $5 ტრილიონამდე აიყვანს. ფასის პიკის დროს ბაზრის საერთო კაპიტალიზაცია $900 მილიარდი იყო. იმისთვის, რომ ბიტკოინის ფასმა $250,000-ს მიაღწიოს, ის 31-ჯერ უნდა გაიზარდოს.


როცა დრეიპერმა თავდაპირველად განაცხადა $250,000-იანი ნიშნულის შესახებ, მას ბევრი დაეთანხმა, რადგან ეს იყო თითქმის ყველა კრიპტოვალუტის ფასის სწრაფად ზრდის პერიოდი.


როგორც აღნიშნული მოვლენები გვიჩვენებენ, ბევრი წამყვანი ინვესტორი კრიპტობაზარზე არის გრძელვადიანი მიზნებით. ასე რომ არ იყოს, 2017 წლის დეკემბერიდან დღემდე მათი უმრავლესობა დატოვებდა ბაზარს.


დრეიპერისა და სხვა ბევრი ინვესტორის აზრით, კრიპტობაზრის კაპიტალიზაციის პიკი არ არის $900 მილიარდი და მას ახალი სიმაღლეების მიღწევა შეუძლია.


თუ დრეიპერის პროგნოზები გამართლდა, ბიტკოინის კაპიტალიზაციამ უნდა გადააჭარბოს რამდენიმე ტრილიონ დოლარს და კონკურენცია გაუწიოს ისეთ ტრადიციულ აქტივებს, როგორიცაა ოქრო ( იგულისხმება ბაზრის საერთო ღირებულებით ).


თუ ბიტკოინის მიმართ ნდობა ისე გაიზრდება, რომ მილიონობით ადამიანი, მეწარმე, მოვაჭრე, რესტორანი, კაფე, ბიზნესები და ა.შ. გამოიყენებენ მას, როგორც ჩვეულებივ ვალუტას, ბიტკოინს არ უნდა გაუჭირდეს რამდენიმე მილიარდიანი კაპიტალიზაციის მიღწევა. ეს კი გამოწვეულია როგორც რიგითი ადამიანების, ასევე წამყვანი ინვესტორების, როგორიცაა დრეიპერი, ნდობაზე.


საშუალო ვადები


ვოლ სტრიტის ანალიტიკოსმა, ტომ ლიმ განაცხადა, რომ ბიტკოინის ფასი შეძლებს მიაღწიოს $25,000-ს 2018 წლის მანძილზე, შეძლებს რა კორექციის პერიოდის დაძლევას და ახალი სიმაღლეების დაპყრობას.

ბოლო სამი დღის მანძილზე, ბიტკოინის ფასმა მოიმატა 15%-ით. $6,900-დან $8,000-მდე. თუ ბიტკოინის ფასი აყვება ამ ტალღას და შეინარჩუნებს სტაბილური ზრდის ტემპს. სტატიაში ნახსენები პროგნოზები (განსაკუთრებით საშუალო ვადაზე გათვლილი) სრულიად რეალურია.

წყარო - ccn.com

bottom of page