top of page

კიდევ ერთი მსხვილი ბირჟა ერთვება კრიპტოვალუტებით ვაჭრობაში


გერმანიის სიდიდით მეორე საფონდო ბირჟა 2018 წელს გამოუშვებს კრიპტოვალუტებით სავაჭრო აპლიკაციას.


Sowa Labs-მა, რომელიც არის Börse Stuttgart-ზე დაქვემდებარებული კომპანია, აპლიკაცია ამ პარასკევს დაანონსა. როგორც მათ განაცხადეს, აპლიკაცია ხელმისაწვდომი იქნება სექტემბრიდან და თავდაპირველად შესაძლებელი იქნება ბიტკოინით, ეთერით, რიპლით და ლაითკოინით ვაჭრობა. თუ აპლიკაციის საიტს ვენდობით, ჩამოთვლილ კრიპტოვალუტებს მალე სხვებიც დაემატება.


აპლიკაცია, რომელსაც Bison ერქმევა, უფასო იქნება და თავდაპირველად არც ტრანზაქციულ ხარჯებს ჩამოაჭრის მომხმარებლებს. აპლიკაციის დემო ვერსიის პრეზენტაცია გასულ კვირას შტუდგარტში შედგა.


„Bison -ი ციფრული ვალუტებით ვაჭრობას კიდევ უფრო გაამარტივებს. ეს არის პირველი კრიპტო აპლიკაცია, რომლის უკანაც ტრადიციული საფონდო ბირჟა დგას“ - განაცხადა ული სპანკოვსკიმ, Sowa Labs-ის მთავარამ მენეჯერმა.


აღსანიშნავია, რომ კანადის ერთ-ერთი წამყვანი საფონდო ბირჟაც გეგმავს ანალოგიური აპლიკაციის შექმნას და TMX-მა ამის შესახებ ცოტა ხნის წინ დაანონსა და განაცხადა, რომ ოფიციალური პრეზენტაცია 2018 წლის მეორე ნახევარში შედგება.


წყარო - coindesk.com


bottom of page