top of page

რიპლი XRP-ში 25 მილიონიან ინვესტიციას გეგმავს.


რიპლმა დააანონსა, რომ ის 25 მილიონის ინვესტირებას აპირებს საკუთარ კრიპტოვალუტაში, XRP-ში, ბლოკჩეინ კაპიტალის, კრიპტოვალუტების უძველესი საინვესტიციო ფონდის, მეშვეობით.


მან დაადასტურა Blockchain Capital Parallel IV LP Fund-ში მონაწილეობა, სადაც შემოწირულობები მხოლოდ კრიპტოვალუტებში მიიღება.


Fortune-თან გაკეთებულ განცხადებაში, ბლოკჩეინ კაპიტალის წარმომადგენელმა განმარტა: „ჩვენ შევქმენით პარალელური ფონდი, რათა არც ერთ LP-ის არ ჰქონდეს რიპლის ფასის ცვლასთან დაკავშირებული რისკები.“


რიპლის მიერ პირველი ფონდად დახასიათებული ბლოკჩეინ კაპიტალის ახალი ფონდი, რომელიც ციფრულ აქტივებს იღებს, ამატებს საკუთარ 125 მილიონ დოლარს, რითიც ჯამურად იქმნება 150 მილიონიანი ინვესტიცია სან-ფრანცისკოული ფირმისთვის.


დღეისათვის, ფულადი სახსრების მოკრების ყველაზე დიდი რაუნდის მერე, ბლოკჩეინ კაპიტალი უკვე განკარგავს 250 მილიონი დოლარის აქტივებს. ამ აქტივებს შორისაა ისეთი კომპანიის აქტივები, როგორებიცაა Coinbase, Kraken, Circle, და უკვე რიპლიც.


150 მილიონიანი ფონდის მიზანი იქნება ისეთ სტარტაპებში ფულის ჩადება, რომელიც განავითარებს ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენებას.


„ინვესტიცია საშუალებს მოგვცემს, განვსაზღვროთ XRP Ledger-სა და Interledger Protocol-ების გამოყენების ახალი შესაძლებლობები“ - განაცხადა რიპლის სპიკერმა.


„ძალიან ბევრი სფეროა ისეთი, რომელსაც შეუძლია ბლოკჩეინ ტექნოლოგიით ისარგებლოს, მათ შორის ჯანდაცვა და პირადი მონაცემების მართვა“ - განაცხადა ბლოკჩეინ კაპიტალის თანადამფუძნებელმა სტივენსმა.

მან დაამატა: „არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს XRP თუ ბიტკოინი, ჩვენი მიზანია ისეთი პროექტის პოვნა, რომელიც ჩვენი რესურსების დახმარებით ღირებულებას შექმნის მომხმარებლისთვის გრძელ ვადაში.“


2015-ში, ბიტკოინსა და ბლოკჩეინის სხვა ფირმებში ინვესტიციების შემდეგ, ბლოკჩეინ კაპიტალმა დააანონსა მეორე რაუნდი, რომლის დროსაც 13 მილიონი დოლარი შეკრიბა. ეს მოხდა 2016 წლის დასაწყისში და CCN-მა ეს ამბავი გააშუქა. მესამე რაუნდის დროს ფირმამ მოიზიდა 10 მილიონი დოლარის თანხები და გახდა პირველი კომპანია, რომელმაც ეს მხოლოდ ციფრული თანხის საშუალებით მოახერხა.


რიპლმა იმაზეც მიანიშნა, რომ სხვა ფონდებშიც გააგრძელებს ფულის დაბანდებას, რათა წაახალისოს ისეთი სტარტაპები, რომლებიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიის განვითარების მიზანს ატარებს.


„ეს არის პირველი ფონდი, რომელშიც ფული შევიტანეთ და ის არ იქნება უკანასკნელი“ - განაცხადა რიპლის სტრატეგიული განვითარების ვიცე პრეზიდენტმა, პატრიკ გრიფინმა. მან დაამატა:


„ჩვენ ვაპირებთ, ბლოკჩეინის და კრიპტოკომპანიების მომავლის მთავარი შემოქმედები გავხდეთ.“


რიპლის 25 მილიონიანი ინვესტიციის გარდა, წინა კვირებში კომპანიამ 29 მილიონ დოლარიანი ინვესტიცია განახორციელა საგანმანათლებლო არასამთავრობო ორგანიზაციაში - DonorsChoose. ამის დახმარებით, სრულად დაფინანსდა 35 000-ივე საკლასო ოთახის პროექტი, რომელიც ჩამოთვლილი იყო საჯარო დაფინანსების პლატფორმაზე.


წყარო: ccn.com

bottom of page