top of page

ბიტკოინის ფასი 1 საათში $1 000-ით გაიზარდა.


მიუხედავად იმისა, რომ გასული ორი კვირის მანძილზე ბიტკოინისთვის სახარბიელო პერიოდი არ ყოფილა, მისი ფასი 12 აპრილს 1 საათში $1 000-ით გაიზარდა.


ბიტკოინმა 2 კვირის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა და მისი ფასი $8,100-ს ასცდა. სტატიის წერის მომენტში ბიტკოინის ფასი სწორედ აღნიშნულ ნიშნულზე ფიქსირდება. ამ დროის მონაცემებით, ბიტკოინმა ბოლო 1 დღის განმავლობაში დაახლოებით 15%-იანი ზრდა აჩვენა, ბოლო 1 კვირის მანძილზე კი - 19%-იანი.

ბიტკოინის ფასის მატება დაიწყო $6,766-დან, როცა თავდაპირველად 2 საათის შუალედში ფასმა $7,000-ს მიაღწია. როგორც ჩანს, ამ სვლამ მასტიმულირებლის როლი ითამაშა და დაძლია 2 კვირიანი დაღმასვლის ტრენდი.


თუ ფასს $6,766 -დან $7,000-მდე ასასვლელად 2 საათი დასჭირდა, $7,000-დან $8,000-მდე სულ რაღაც 45 წუთში გაიზარდა. შემდეგი დიდი წინააღმდეგობა, რომელიც ბიტკოინს დასაძლევი აქვს, არის $8,500, რამაც შეიძლება ბევრ ინვესტორს კვლავ გაუღვივოს ინტერესი ბიტკოინის მიმართ. ეს ფასის უფრო მეტად ზრდას გაამარტივებს.


წყარო - coindesk.com


bottom of page