top of page

ბიტკოინის ბაზარი მუსლიმებისთვის გაიხსნა


მას შემდეგ, რაც შარიათის კანონის მიხედვით ბიტკოინი ნებადართული გახდა, ბიტკოინის ბაზარი პოტენციურად გაიხსნა 1,6 მილიარდი მუსლიმი ინვესტორისთვის მთელს მსოფლიოში.


გამოცემული კვლევა იმაზე, ბიტკოინი ჰალალია თუ ჰარამი, შეიძლება გუშინ ბიტკოინის ფასის უპრეცედენტო ზრდის ერთ-ერთი მიზეზი ყოფილიყო.


მუჰამედ აბუ-ბაქარის მიერ გამოქვეყნებული კვლევა განიხილავდა, შეესაბამებოდა თუ არა ბიტკოინი ისლამის მიერ ფულის მკაცრ განმარტებას.


„ბიტკოინი უნდა იყოს ნებადართული, რადგან მილიონობით ადამიანი მას აღიქვამს ღირებულებად, რომლის ფასსაც ბაზარი განსაზღვრავს. ის ასევე მისაღები გადახდის ფორმაა ბევრ შემთხვევაში“,- ვკითხულობთ კვლევაში.


ბიტკოინის ფასის დრამატული ზრდა 12 აპრილს ძირითადად გამოწვეული იყო დიდი მოთამაშეების მხრიდან განხორციელებული ტრანზაქციებით.


1 საათის შუალედში 1 მილიარდზე მეტი რაოდენობის ბიტკოინის ტრანზაქცია განხორციელდა ბირჟებზე. ყველაზე დიდი რაოდენობა, რომელიც 1 საათში დაფიქსირებულა ბიტკოინის არსებობის ისტორიაში.


ბიტკოინის ნახევრად ანონიმური ბუნება ნიშნავს, რომ შეუძლებელია განისაზღვროს, ვინ იდგა ამ ტრანზაქციების მიღმა, თუმცა ზოგი ანალიტიკოსი სპეკულირებს, რომ ფასის ცვლილება გამოიწვია პოზიტიური სიახლეების ტალღამ.



ბიტკოინის ფასი ხშირად იცვლებოდა პოზიტიური თუ ნეგატიური სიახლეების გამოჩენასთან ერთად. შესაბამისად, ბოლო კვლევამ, რომელიც ბიტკოინს დასაშვებს ხდის ისლამის მიმდევრებისთვისაც, შესაძლოა გამოიწვიოს ფასის ახალი აღმავლობა.


წყარო - independent.co.uk


bottom of page