top of page

რას გვასწავლის ბიტკოინის ბუშტი?


ფასის მკვეთრი ვარდნა, რომელსაც შეგვიძლია ბუშტი ვუწოდოთ, წელს არც პირველად მომხდარა ბიტკოინის შემთხვევაში და, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არც უკანასკნელად.

ბუშტი #1



და ისევ


ბუშტი #2



კიდევ ერთხელ

ბუშტი #3



ყოველი პიკი წინაზე დიდი იყო. თუ თქვენ თვლით, რომ ამის შემდეგ კიდევ იქნება ახალი ბუშტი, წინაზე დიდი, მაშინ თავისუფლად აანაზღაურებთ იმ ზარალს, რომელიც ამ ბუშტის შედეგად ნახეთ.


რატომ გახდა ბიტკოინი ბუშტის „მსხვერპლი“ რამდენჯერმე? ერთ-ერთი მიზეზია ლიკვიდურობის ნაკლებობა. ადამიანების ძალიან მცირე ჯგუფი ფლობდა ბიტკოინს წინა წლებში, ამიტომ რამდენიმე მოთამაშის გადაწყვეტილებას შეეძლო ფასი რადიკალურად შეეცვალა.


მეორე მიზეზი ამისა გახლავთ ის, რომ ბიტკოინი ბოლო დრომდე იყო ახალი აქტივი. სპეკულატორებს წარმოდგენაც არ აქვთ, რამდენი ინვესტორია ბაზარზე. ამიტომაც, შესაძლოა სპეკულატორებმაც ვერ განსაზღვრონ ზუსტად და ფასი იმაზე დაბლა ჩამოაგდონ, ვიდრე საჭიროა.


რაც შეეხება მესამე მიზეზს


ფინანსური თეორია ამბობს, რომ თუ არ არსებობს საშუალება, ჩადოთ ინვესტიცია და ნახოთ მოგება აქტივის ფასის დავარდნით, მისი ფასი განისაზღვრება ყველაზე ოპტიმისტი მყიდველის მიერ შემოთავაზებული ფასით. თუ ბიტკოინით მოვაჭრეები თვლიან, რომ ბიტკოინის ფასი ზედმეტად მაღალია, თუმცა არ შეუძლიათ ფსონი დადონ ამაზე, ისინი უბრალოდ ყიდიან საკუთარ წილს და გადიან ბაზრიდან. ყველა, ვინც დარჩება, იქნება ოპტიმისტი, რომელიც იყიდის დაბალ ფასად ბიტკოინს იმის იმედით, რომ მოგებას ნახავს მომავალში.


ეს მექანიზმია ფინანსურ ბუშტებზე არსებული თითქმის ყველა თეორიის საფუძველი.


არბიტრაჟის ლიმიტურობა ხსნის იმას, თუ რატომ გახდა ბიტკოინი ამდენჯერ ბუშტის მსხვერპლი. ბოლო დრომდე ადვილი იყო გრძელ ვადაში პოზიციის დაკავება. ყველაფერი კი შეიცვალა დეკემბერში, როცა აშშ-ს მარეგულირებელმა კომისიამ დაუშვა ბიტკოინის ფიუჩერსების გაყიდვა. ეს გადაწყვეტილება დაემთხვა სწორედ ბიტკოინის ფასის ისტორიულ მაქსიმუმამდე ასვლას და შემდეგ მკვეთრ ვარდნას. როგორც კი ფიუჩერსების კონტრაქტების გაყიდვა დაიწყო, საინტერესო რამ მოხდა - ფიუჩერსების ფასებმა ხალხს შესთავაზა, რომ ბიტკოინის ზრდა შეენელებინა.


რაც შემდეგ მოხდა, ისტორიული მოვლენაა. ბიტკოინის ფასი $19,000-დან $7,000-ზე დაბლაც კი ჩამოვარდა.



იყო ეს დამთხვევა? სავარაუდოდ, ბიტკოინზე დიდმა მოთხოვნამ ბუშტის გაბერვა გამოიწვია და ფიუჩერსების ბაზარზეც გაიზარდა მოთხოვნა. თუმცა, ფასის მკვეთრი ვარდნა ფიუჩერსების ბაზრის შემოთავაზებისთანავე საეჭვოა.


წყარო: bloomberg.com


bottom of page