top of page

ლითონით გამყარებული კრიპტოვალუტა ახალ მრჩეველს ირჩევს


ტიბერიუს მონეტამ, ნამდვილი ლითონით გამყარებულმა კრიპტოვალუტამ, ამ კვირას მნიშვნელოვანი განაცხადი გააკეთა. ჯგუფი დაიმატებს Pretty Good Privacy-ის (PGP) და  Silent Circle-ის დამფუძნებელს, ფილიფ ზიმერმანს აღმასრულებელ დირექტორად და მთავარ აქციონერად.


ფილიფ ზიმერმანი პირველი ფართომასშტაბიანი კრიპტოგრაფიის სისტემის საჯარო გასაღების  შემქმნელია. რევოლუციური RSA შიფრაციის ალგორითმის საფუძველზე შექმნილი PGP იყო პირველი ღია პროტოკოლი, რომელიც საჯარო გასაღების გამოყენებით მომხმარებლებს დაშიფრული შეტყობინებების გაგზავნის საშუალებას აძლევდა. პროტოკოლი ადრეული ინტერნეტის მომხმარებლების მიერ ფართოდ იქნა მიღებული და დღესაც გამოიყენება.


ზოგიერთის აზრით, ზიმერმენის კრიპტოვალუტის სფეროში შესვლა ლეგიტიმაციის ძალაა. აშკარაა, რომ ბევრი კრიპტოგრაფიის ექსპერტი, როგორიცაა კრეიგ რაითი, ინდუსტრიის ძალას ცუდად იყენებს. ზიმერმანი კი ცნობილია თავისი თავმდაბალი ძალით ინდუსტრიაში. მისი ცნობილი გამოგონება - PGP - პოლიტიკური ორგანიზაციებისათვის შეიქმნა ISP-ის დაკვირვებიდან გვერდის ასავლელად.


PGP-ის გამოშვების შემდეგ, ზიმერმანი შეიარაღების ექსპორტის კონტროლის აქტის დარღვევის გამო დაკითხეს, რადგან კრიპტოგრაფია საომარი მომარაგების ფორმად ითვლება. ამ დროს ის  კრიპტოგრაფიის თავისუფალ ექსპორტში ჩემპიონი გახდა, როცა კრიპტოგრაფიის განმარტებაში დაინახა, რომ  "პროგრამა" იყო საკვანძო სიტყვა, რის გამოც კომპიუტერის კოდი დააბეჭდინა წიგნებში, რომლებიც შემდგომ გაიტანა საზღვარგარეთ. 3 წლის გამოძიების შემდეგ, საქმე დაიხურა. კრიპტოგრაფიის საექსპორტო კანონების ლიბერალიზაციამ, რომელიც ზიმერმენის საქმის გარშემო საჯაროობის გამო მოხდა, ბიტიკოინის  მიღებაც შესაძლებელი გახადა.


რა არის ტიბერიუს მონეტა?


ტიბერიუს მონეტა არის ლითონით გამყარებული მონეტა,  ნაცვლად  მყარი ვალუტისა. მონეტა შეიქმნა, როგორც „განმამტკიცებელი ძალა" ცვალებადობით სავსე ინდუსტრიაში. მონეტა თვითონ წარმოადგენს ფიზიკურად მოწოდებული ლითონის გამოსასყიდს, რაც მას ფასის ზღვარს უწესებს. ტიბერიუსის მონეტა შეიცავს ლითონის სამ სხვადასხვა კლასს.

ტექნოლოგიური ლითონები - აუცილებელი თანამედროვე ტექნოლოგიების და კომპიუტერების მშენებლობისთვის


  • კალა: 14%

  • სპილენძი: 23%


ელექტრონული სატრანსპორტო საშუალებებისთვის ლითონები  - ელექტრონული მანქანების და ბატარეების შესაქმნელად აუცილებელი


  • კობალტი: 10%

  • ალუმინი: 7%

  • ნიკელი: 11%


სტაბილური ლითონები -  ძვირფასი ლითონები, რომლებიც დროთა განმავლობაში სტაბილური რჩება, რითიც მას სატარიფო და სავაჭრო ომების წინააღდეგ ფასის ზღვარის დაწესება შეუძლია.


  • ოქრო: 17%

  • პალადიუმი: 13%

  • პლატინა: 6%


ფართო მოხმარების საქონლის ტოკენიზაცია შედარებით ახალი კონცეფციაა, თუმცა დივერსიფიცირებული სასაქონლო სახსრები ასობით წლის განმავლობაში არსებობდა და ტიბერიუსის ჯგუფის ძირითად ფინანსურ პროდუქტს წარმოადგენს. ჯგუფს ასევე 2005 წლიდან მოყოლებული ლეგიტიმურობა და დაახლოებით 300 მილიონ დოლარის მართვის გამოცდილება აქვს. ეს ფაქტორი განასხვავებს ტიბერიუსის ჯგუფს სხვა კრიპტო მონაწილეებისგან, როგორიცაა GoldMint-სა და Digix-ის, რომლებმაც ICO-ს დროს ძალიან კარგად გამოიჩინეს თავი, მაგრამ ფინანსური მომსახურების გამოცდილება ცოტა, ან საერთოდ არ გააჩნიათ.


ფირმა იმედოვნებს, რომ 2020 წლისთვის მას შეეძლება tether-ის, როგორც აქტივით მხარდაჭერილი მონეტის, ჩანაცვლება. ეს სულაც არ წარმოადგენს შეუფერებელ განცხადებას მაშინ, როცა კრიპტოვალუტის ეკოსისტემა უნდობლობითაა განწყობილი მყარი ვალუტის მიმართ. თუმცა, ჯერ გაურკვეველია, არის თუ არა ამ ფონდის ხედვა დაბინდული იმ იდეით, რომ  ბიტკოინი ახალი ოქროა. ერთი რამ კი აუცილებლად უნდა ითქვას, ზიმერმანის გამოჩენამ ამ სფეროში შესაძლებელია საინტერესოდ წარმართოს მოვლენები.


წყარო: ccn.com

bottom of page