top of page

კრიპტოვალუტით მოვაჭრეები ახალ რეგულაციებს აპროტესტებენ


პოლონეთში კრიპტოვალუტით მოვაჭრეებმა შეადგინეს პეტიცია და გააპროტესტეს მთავრობის გადაწყვეტილება, რის მიხედვითაც დაიბეგრა კრიპტოვალუტის ის საგადასახადო გარიგებებიც კი, რომლებიც არ არის მომგებიანი.


“ჩვენ ვითხოვთ ბლოკჩეინის ტექნოლოგიური ბაზრის გათავისუფლებას და ამ ინდუსტრიასთან დაკავშირებული ყველა დამატებითი გადასახადის გაუქმებას” ნათქვამია change.org– ის პეტიციაში, რომელსაც უკვე 2700–ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი.


პეტიციაში პოლონეთის კრიპტო მოვაჭრეები ამბობენ, რომ ახალი რეგულაციები გულისხმობს, მათი ფულის ინვესტირება ბიტკოინსა და სხვა ვირტუალურ ვალუტებში ეფექტურად დაიბეგრება “ ასჯერ და ათასჯერ”.


The brouhaha მას შემდეგ გაჩნდა, რაც პოლონეთის ფინანსთა სამინისტრომ გასულ კვირას გამოაქვეყნა ქვეყნის შეცვლილი საგადასახადო კოდექსი. ფინანსთა სამინისტრომ თქვა, რომ კრიპტო გარიგებების არც ერთი შემოსავალი არ ექვემდებარება არც 18 და არც 32 პროცენტიან საგადასახადო განაკვეთს.


მაგრამ სინამდვილეში ის, რამაც გააწვალა კრიპტო საზოგადოება, იყო მთავრობის დაჟინება, რომ მხოლოდ გაყიდვა ან ვირტუალური ვალუტის ყიდვა ყოფილიყო “ქონების გადაცემა”, რომელიც ავტომატურად ექვემდებარება 1 პროცენტიან გადსახადს.


სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კრიპტო ვაჭრობაში მაშინაც კი გეკისრება გადასახადი, თუ ფულს კარგავ.


პოლონეთის პრემიერ მინისტრი: ბიტკოინი არის პონზის გეგმა


პოლონეთის მზარდი კრიპტოვალუტის საზოგადოება ამბობს, რომ მთავრობის ახლად დაკისრებული საგადასახადო სირთულეები გააქრობს აღმოცენებულ ბაზარს.


პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობამ მუდმივად მზარდ კრიპტოვალუტის ბაზარზე შეზღუდა პოლონელების დაშვება საგადასახადო რეგულაციის მეშვეობით. ისინი არ იყვნენ შეთანხმებულები რომელიმე პარტიასთან. change.org-ის პეტიციაში ვკითხულობთ:


“რეგულაციების შედეგად ბევრი ადამიანი კარგავს ან დაკარგავს თავის კაპიტალს, ვისაც დაეკისრა დამატებითი გადასახადი ასჯერ ან ათასჯერ.’’


პოლონეთის პრემიერ მინისტრი მატეუს მორავიეცკი ეცადა, შეეშინებინა პოლონელები, რომ კრიპტო ბაზარზე გაყიდვებში მონაწილეობა არ მიეღოთ და ბიტკოინსა და სხვა ვირტუალურ ვალუტებს მოიხსენიებდა, როგორც “პონზის გეგმა”.


თუმცა, მთავრობა აღიარებს, რომ ბლოკჩეინი შეიძლება სასარგებლო ინოვაცია იყოს საბანკო ინდუსტრიაში ფართო პროგრამების შექმნის პოტენციალით.


ტომ ლი: ბიტკოინის ფასი დამატებითი გადასახადების გაჩენასთან ერთად აიწევს


არსეობს მზარდი მოძრაობა დიდ კრიპტო ვალუტის ბაზრებზე, რომლის თანახმადაც ბიტკოინის ოპერაციებს დამატებითი გადასახადები უნდა დაუწესონ. შეერთებულ შტატებში, IRS–მა გამოსცა წერილი და შეახსენა ამერიკელებს, რომ კტიპტო გარიგებებში მათი კაპიტალის ზრდა დაექვემდებარება დაბეგვრას.


სამხრეთ კორეაში კი, მთარობა გეგმავს, რომ 2018 წლის ივნისისთვის წარმოადგინოს კრიპტოვალუტის საგადასახადო ჩარჩო.


ამასობაში, Fundstrat–ის დამფუძებელი, ტომ ლი, ვარაუდობს, რომ ამ თვის ბოლოს საგადასახადო დღის გავლის შემდეგ, ბიტკოინის ფასი ამერიკაში გაიზრდება.


ლიმ დაწერა, რომ ბიტკოინის ბოლოდროინდელი ფასი არის კრიზისი ინვესტორებისთვის, რომლებიც ყიდიან თავიანთ კრიპტო დანაზოგებს იმიტომ, რომ თავიდან აირიდონ გაზრდილი კაპიტალის დამატებითი გადასახადები.


ის ამბობს, რომ შეერთებული შტატების ბიტკოინის ინვესტორებს მართებთ 25 მილიარდი დოლარის ღირებულების კაპიტალური შემოსავლების დამატებითი გადასახადები 2017 წლისთვის გასულ წელს ბიტკოინის ღირებულების სწრაფად გაზრდის წყალობით.


“25 მილიარდი წარმოადგენს კაპიტალის მოგების საგადასახადო ქვითრების სახაზინოს 20%–ს, რაც გასაგებს ხდის იმას, თუ რატომ აღელვებს IRS–ს ასე კრიპტო ბაზრის დამატებითი გადასახადების აგროვება. კაპიტალური მოგების მთლიანმა ქვითრებმა უნდა მოხსნას 168 მილიარდი დოლარის რეკორდი (საშემოსავლო გადასახადი 2017 წლისთვის), რაც აღემატება 2007 წლის 137 მილიარდი დოლარის ქვითრებს.“ - განაცხადა ლიმ.


წყარო: ccn.com

bottom of page