კრიპტოვალუტების ბირჟების ბუმი
ბიტკოინის შექმნის პირველ პერიოდში, სულ რამდენიმე ბირჟა არსებობდა, სადაც მისი შეძენა შეგეძლოთ. დღეს რეალობა ძალიანაა შეცვლილი, რადგან გვაქვს 500-ზე მეტი ონლაინ ბირჟა და მათი რაოდენობა ყოველკვირეულად იზრდება.
ონლაინ კრიპტო ბირჟების რაოდენობის დათვლა იმაზე რთულია, ვიდრე ჩანს. Coinmarketcap-ი გვთავაზობს მხოლოდ 208 ბირჟას, თუმცა სხვა საიტებზე ვხვდებით სხვა ბირჟებსაც, რომლებიც ზემოაღნიშნულ საიტზე არ არის ნაჩვენები. ამასთან, არსებობს ასობით რეგიონალური ბირჟები, რომელზე წვდომაც მხოლოდ კონკრეტული ქვეყნის მოსახლეობას აქვს. მაგალითად, კანადას აქვს Einstein Exchange, აფრიკას - Golix, ავსტრალიას - ACX და მალე ექნებათ Nauticus-იც.
ამ ბირჟებიდან ვერც ერთს შეხვდებით Coinmarketcap-ის ჩამონათვალში.
არჩევანის ქონა კარგია, ოღონდ რაღაც დონემდე
მაშინ, როცა არსებობდა მხოლოდ ერთი კრიპტობირჟა, Mt Gox, მასთან დაკავშირებულმა ხარვეზმა გამოიწვია ბაზრის ჩამოშლა. დღეს, როცა გვაქვს ასობით ბირჟა, ეს არ უნდა წარმოადგენდეს პრობლემას. თუმცა, თუ ვნახავთ, რომელი ბირჟები დომინირებენ ბაზარზე, სხვა რეალობას დავინახავთ. ბოლო 24 საათში, კრიპტოვალუტების ვაჭრობის ნახევარზე მეტი მოვიდა სამ ბირჟაზე. მხოლოდ Binance-ზე მოვიდა 18% . თუ ამ ბირჟაზე განხორციელდება ჰაკერული თავდასხმა, ეს არ გამოიწვევს Mt Gox-ის დონის ფასის ცვლილებას, თუმცა ზარალი შესამჩნევი იქნება.
სწორედ Binance-ის წარმოუდგენელმა ზრდამ (12 თვეში მილიარდ აშშ დოლარიან პლატფორმად ჩამოყალიბებამ) შთააგონა ბევრ სხვა კომპანიას, შეექმნათ საკუთარი პლატფორმა.
ყველაზე დიდი ფაქტორი, რასაც მომხმარებელი მნიშვნელობას ანიჭებს ბირჟის შერჩევისას, არის მომსახურე პერსონალის მხრიდან დახმარების სისწრაფე, ტრანზაქციების სისწრაფე, საკომისიოები. სწორედ ამ კომპონენტებში ძლიერი ბირჟები დომინირებენ დღეს ბაზარზე.
წყარო - news.bitcoin.com