გაფრთხილება კრიპტოვალუტის სელებრით ენდორსერებს!
პირველადი მონეტების შეთავაზების (ICO) და სხვა კრიპტოვალუტის პროდუქტების სელებრითი ედორსერები სასამართლო პროცესის წინ მალევე შეიძლება წარდგნენ, რადგან მარეგულირებლები თაღლითობის გამოაშკარავებას აგრძელებენ.
ეს არის ის, რის შესახებაც ფასიანი ქაღალდების ადვოკატები გაფრთხილებას იძლეოდნენ SEC ქმედებების დროს ყალბი ICO-ების წინააღდეგ. "ისინი ნათლად აგზავნიან სიგნალს", - განუცხადა ყოფილმა SEC-ის ადვოკატმა, ნიკ მორგანმა, Financial Times-ს.
მორგანმა, აშშ-ს იურიდიული ფირმის, Paul Hastings-ის, პარტნიორმა, განაცხადა, რომ SEC-ი ჯერ არ დადევნებია ცნობილ ადამიანებს, რომლებიც ICO-ს პოპულარიზაციას ხელს უწყობენ, მაგრამ სააგენტომ "კარები ღიად დატოვა" მათ წინააღდეგ მომავალში საქმის აღსაძრელად.
გასულ კვირას, SEC- მა Centra Tech Inc.-ის თანადამფუძნებლებს ფასიანი ქაღალდების გაყალბებაში დასდო ბრალი. რეგულატორებმა სოჰრაბ "სემ" შარმსა და რობერტ ფარკას ბრალი დასდეს მათ ყალბ ICO-ზე 32 მილიონზე მეტი დოლარის ღირებულების ფულის მოპოვებაზე, რომელიც ბოქსის ჩემპიონის, ფლოიდ მეივეზერისა და მუსიკალური პროდუსერის, DJ Khaled-ის, მიერ იყო რეკლამირებული. სელებრითების მიმართ ბრალდების წაყენების გარეშე, SEC-მა აღნიშნა, რომ Centra-მ ცნობილი სახეები თავისი მონეტების გასაყიდად გამოიყენა.
"ბრალდებულები თავიანთი სისტემის მარკეტინგისთვის სელებრითების გავლენას და სოციალურ მედიას აქტუალურად იყენებდნენ“ - განაცხადა SEC-ის სააღსრულებო დეპარტამენტის ერთ-ერთმა დირექტორმა, სტივ ფეიკინმა.
ადვოკატმა ნიკ მორგანმა განაცხადა, რომ მხოლოდ იმიტომ, რომ მეივეზერი და DJ Khaled Centra-ს წინააღმდეგ საქმეში პირადად არ იყვნენ დასახელებულნი, არ ნიშნავს, რომ ისინი არ არიან დაკვირვების ქვეშ.
იცოდე, რას უკეთებ პოპულარიზაციას
ბეთ-ენ როტი, ყოფილი SEC პროკურორი და Capital Fund Law-ს პარტნიორი, ზემოთ თქმულ განცხადებებს ეთანხმება. "[გაკვეთილი ცნობილი ადამიანებისთვის] იცოდე, რას უკეთებ პოპულარიზაციას ", - განაცხადა როტმა FT- სთან საუბარში და დაამატა, რომ სელებრითებს შეიძლება ბრალი წაუყენონ თაღლითობაში თანამონაწილეობისთვის და მხარდაჭერისთვის.
ცოტა ხნის წინ ვარსკვლავი სტივენ სეგალიც იქნა გამოჭერილი ICO-ს საქმეში. 2018 წლის მარტის ბოლოს, საეჭვო კრიპტო სტარტაპის, Bitcoiin (ასევე ცნობილი,როგორც Bitcoiin2Gen), ICO-მ რაღაც რაოდენობის ფულის მოზიდვის შემდგომ მოულოდნელად დატოვა პროექტი.
მათი უცნაური „გაქრობა“ სამი კვირის შემდეგ გამოირკვა Bitcoiin-ის წინააღდეგ შეწყვეტა-და-ჩაბარების ბრძანების ბრალდებით, რომლის თანახმადაც, ის თაღლითურად ყიდდა დაურეგისტირებელ ფასიან ქაღალდებს. ამ შეწყვეტა-და-ჩაბარების ბრძანებაში ნიუ ჯერსის ფასიანი ქაღალდების ბიურო ითხოვდა სეგალისგან პასუხს იმის შესახებ, თუ რატომ იყო ჩართული ამ ამბავში და წერს: "Bitcoiin-ის ვებ-გვერდები არ აქვეყნებს რა ექსპერტიზას, სტივენ სეგალმა უნდა უზრუნველყოს, რომ Bitcoiin-ის ინვესტიციები სათანადოა და შესაბამისად, ფედერალური და სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების კანონებთან შესაბამისობაში მოდის.
"ბოლო დროს სელებრითების მეშვეობით ICO-ების პოპულარიზაცია „ტრენდული“ გახდა, რადგან ინდუსტრიაში ცდილობენ ცნობილი ადამიანების "ვარსკვლავური ძალის" დახმარებით ინვესტორების მოზიდვას. ცოტა ხნის წინაც, მსახიობმა ჯეიმი ფოქსმა Twitter-ზე ICO-ზე დაწერა, ისევე როგორც პარიზ ჰილტონმა.
ICO-ების უკანასკნელი 81% თაღლითობაა
ცოტა ხნის წინ SEC-ის თავმჯდომარემ, ჯეი კლეიტონმა, განაცხადა, რომ ყველა ICO არაა ყალბი, მაგრამ კვლევები აჩვენებს, რომ უმრავლესობა არის.
ICO-ს საკონსულტაციო კომპანია Satis Group-ის თანახმად, 2017 წლის დასაწყისში დაწყებული ICO- ების 81% თაღლითობა აღმოჩნდა. ამ დამამძიმებელი სტატისტიკის გათვალისწინებით, ადვოკატები ამბობენ, რომ ყველას, ვინც კი ICO- ს პოპულარიზაციას ხელს უწყობს, შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა, თუ ინვესტორებს ფული წაართვეს.
"მომდევნო 90 დღის განმავლობაში ჩვენ გავხდებით ICO-ების პოპულარიზაციასთან დაკავშირებული უამრავი დავის მომსწრენი," განაცხადა ადვოკატმა დევიდ სილვერმა, რომელიც კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული კლასის უამრავ სამოქმედო სარჩელს ზედამხედველობს.
წყარო: ccn.com