top of page

@bitcoin-ი დაბრუნდა!

ბიტკოინის ანგარიშის მფლობელს მხოლოდ 600 ათასი მიმდევარი ჰყავდა, როდესაც მისი ანგარიში აღადგინეს. მიუხედავად ამისა, რიცხვი ნელ-ნელა ისევ იზრდება. დროებით გაუქმებასთან დაკავშირებული ბრალდებები წარსულს ეძლევა. ანგარიშის მფლობელი, რომლის ვინაობაც უცნობია (თუმცა, არსებობს ბევრი თეორია მასთან დაკავშირებით), @bitcoin-ითაა დარეგისტრირებული.


კვირას, @bitcoin-ის ანგარიში დაიბლოკა ყოველგვარი საჯარო განცხადების გარეშე. ზოგს მიაჩნია, რომ ეს მოხდა მასიური საჩივრების გამო, რომლებიც ეხებოდა ბიტკოინის მხარდამჭერებს ტვიტერზე. ისინი უკმაყოფილონი იყვნენ ანგარიშის მიერ ბიტკოინ ქეშის მხარდაჭერით. შეუძლებელია, @bitcoin-ის მსგავსი ანგარიშის მფლობელმა ყველა კმაყოფილი დატოვოს. მისმა დაბლოკვამ ტვიტების ქარცეცხლი გამოიწვია ბიტკოინის ვეტერანებში, მათ შორის როჯერ ვენისგანაც, რომელმაც ამ ანგარიშის ფლობა უარყო.



შემდეგ @bitcoin-ს, ასე ვთქვათ, თავს დაესხა ანგარიშის ახალი მფლობელი, რომელიც, ორიგინალი @bitcoin-ის თანახმად, „სისულელეებს პოსტავდა“.


ამ ანგარიშის თავდაპირველმა მიმდევრებმა ტვიტერზე პროტესტი გამოხატეს, რის შედეგადაც ანგარიში დაუბრუნდა თავის პირველად მფლობელს. თუმცა, მიმდევრების რაოდენობა საოცრებრივად დაეცა 750 000 კაცზე. როდესაც ტვიტერმა ანგარიში აღადგინა, ანგარიშის მფლობელმა ეს ამბავი შემდეგი პოსტით აცნო თავის მიმდევრებს:

წყარო: ccn.com

bottom of page