top of page

ტაივანი ახალ ზომებს მიმართავს


ტაივანის ხელისუფლება ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ბიტკოინის დარეგულირებას ფულის გათეთრების საწინააღმდეგო (AML) წესების მხიედვით.


მათი განცხადების თანახმად, ქვეყნის ფინანსთა სამინისტრო კრიპტოვალუტების დარეგულირებას იგივე AML-ით აპირებს, რითიც ტრადიციულ ფინანსურ სექტორს არეგულირებს.


Financial Action Task Force-ის, შიდახელისუფლეობრივი ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ორგანიზაციის, მიერ გამოქვეყნებული მითითებების ციტირებასთან ერთად, სამინისტრომ დაამატა, რომ მათ საბოლოო გადაწყვეტილებას ფინანსურ რეგულატორებთან და საკანონმდებლო ორგანიზაციებთან რამდენიმე შეხვედრების შემდეგ მიაღწიეს. მათ შორის იყო შეხვედრა ცენტრალურ ბანკსა და ფინანსური ზედამხედველობის კომისიასთანაც.


ამას გარდა, სამინისტრომ განაცხადა, რომ ის შეხვდა კრიპტოვალუტების ადგილობრივ ბირჟებსაც BitoEX-ისა და MaiCoin-ის ჩათვლით იმისათვის, რომ უკეთ გარკვეულიყვნენ მათ თვითრეგულირებად ზომებში AML-ისა და KYC (იცნობდე-შენს-კლიენტს) ჩათვლით.


ფინანსების მინისტრის განცხადებით, შემდეგი ნაბიჯი რეგულატორებისგან და ინდუსტრიის მონაწილეებისგან შეგროვებული მოსაზრებების გაერთიანება და ახალი კანონების დრაფტის შექმნა იქნება.


წყარო: coindesk.com

bottom of page