top of page

ევროპა მხარს უჭერს ბლოკჩეინ ტექნოლოგიას


ევროპის კიმისიის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპის ქვეყნებს მოუწოდა, ბლოკჩეინ ტექნოლოგიისთვის მხარი დაეჭირათ, რადგან, მისი აზრით, ეს ტექნოლოგია ლაბორატორიიდან მსოფლიო მასშტაბით ვრცელდება.


სიტყვით გამოსვლისას, რომელიც ციფრული სივრცის გარდაქმნას ეხებოდა, ვიცე-პრეზიდენტმა, ანდურს ანსიპმა, ყურადღება გაამახვილა ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე, როგორ არეალზე, რომელიც ევროპის ნაციებმა აუცილებლად უნდა აითვისონ. მან ბლოკჩეინ ტექნოლოგია მოათავსა სხვა „არეალებთან, სადაც ევროპას ყველაზე კარგი პოზიცია უჭირავს პირველობისთვის“ ხელოვნურ ინტელექტთან (AI) ერთად.


ანსიპმა ევროპის გაერთიანების წლიურ „ციფრულ დღეს“, რომელიც წელს ბრიუსელში ჩატარდა, განაცხადა:


„მსურს, ვნახო, რომ ევროპის ქვეყნები, [როგორც ხელოვნურ ინტელექტს] ისევე უთმობენ დროს ბლოკჩეინ ტექნოლოგიას - ის ახლა ლაბორატორიიდან გამოდის და მსოფლიოს მასშტაბით ვრცელდება. რაც შეეხება ხელოვნურ ინტელექტს: რაც შეიძლება კარგად უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა ინოვაციებისთვის.“


ასეთი განცხადებები მოსდევს თებერვლის დასაწყისში ევროპის მიერ საკუთარი „ბლოკჩეინ ობსერვატორიისა და ფორუმის“ გახსნას. დაწესებულება შეიქმნა ევროპის პარლამენტის განცხადების საპასუხოდ, რომლის თანახმადაც ევროპის ტექნიკურ ექსპერტებს უნდა გაეღრმავებინათ ცოდნა ახალ ტექნოლოგიებში.


წყარო: ccn.com

bottom of page