top of page

გასული კვირა კრიპტოვალუტების სამყაროში


ფასების მიმოხილვა:

  • ბიტკოინის ფასმა 3%-ით მოიმატა წინა კვირის 20%-იანი ვარდნის შემდეგ. ფასი საკმაოდ მერყევი იყო. ის გადასცდა 7 000 დოლარს და 7 350-მდეც კი ავიდა. ყველაზე დაბალი ფასი 6 500 დოლარი იყო. ამ რყევების მიუხედავად, იანვრის დიდი ჩავარდნის მერე, ბიტკოინი იბრუნებს დომინაციას. ანალიტიკოსები ოპტიმისტურად არიან განწყობილი ამერიკაში საგადასახადო პერიოდის დასრულებისა და ახალი რეგულაციების შემოღების პერსპექტივის გამო,

  • ეთერიუმის ფასმა 3%-ით მოიმატა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც, წინა რამდენიმე კვირის განმავლობაში, ფასი ორნიშნა პროცენტით მცირდებოდა ზედიზედ. მიუხედავად ზრდისა, მონეტის ფასი საკმაოდ მერყეობს. ამ რიცხვებით, ეთერიუმმა გააგრძელა „ტრადიცია“, რომლის მიხედვითაც მისი ფასი ბიტკოინის მიხედვით იცვლება.

  • მთლიანი კრიპტობაზარი უცვლელი დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ 280 მილიარდის ვაჭრობამდე ავიდა ამ კვირის განმავლობაში და შემდეგ 250 მილიარდამდე ჩამოვარდა.


გადახურდავება და გადახდა


  • Coinbase-მა დააანონსა, რომ ბიტკოინის ორკაპის (Fork) განაღდების შესაძლებლობას მოგვცემს. მართალია, ყველაზე ცნობილი ბიტკოინის ორკაპის, ბიტკოინ ქეშის, განაღდება დიდი ხანია შესაძლებელია, მაგრამ ამას, სავარაუდოდ, დაემატება ბიტკოინ გოლდი და ბიტკოინ დაიმონდიც. კომპანიამ ნათლად განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ამ ვალუტების განაღდება არ იქნება შესაძლებელი, მაგრამ მომავალში ეს სავარაუდოა. ეს განცხადება გავრცელდა მას შემდეგ, რაც კომპანიამ განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს ERC20 მონეტებს.

  • Coinbase-მა აგრეთვე დააანონსა Coinbase Venture-ის შექმნა. ეს ფონდი დაიწყებს მოქმედებას 15 მილიონი დოლარით და გააგრძელებს ზრდას. Coinbase-ის განცხადების მიხედვით, ეს კომპანია ინვესტიციებს ჩადებს ბიზნესებში, რომელთაც კრიპტოაქტივები გააჩნიათ და არა უშუალოდ კრიპტოვალუტებში.

  • პარტნიორობა ბანკებთან: სამხრეთ კორეის მეორე უდიდესმა ბანკმა გამოაცხადა პარტნიორობა ეთერიუმზე დაფუძნებულ საბანკო სერვისთან და საგადამხდელო პლატფორმა OmiseGo-სთან. ეს საკმაოდ ეწინააღმდეგება კორეის უდიდესი ბანკის, Kookmin-ის სკეპტიკურ დამოკიდებულებას კრიპტოვალუტების სტარტაპების მიმართ. განცხადება გავრცელდა მას შემდეგ, რაც ამავე კვირაში, 12 ადამიანი დაიჭირეს არალეგალური მაინინგის ბრალდებით.

  • Robinhood-მა დააანონსა საკომისიოსგან გათავისუფლებული კრიპტოვაჭრობა. მართალია, ეს ცვლილება ეხება მხოლოდ 4 შტატსა და მხოლოდ ორ ვალუტას, ბიტკოინსა და ეთერიუმს, თუმცა ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია დიდი ტრანსფორმაციის გზაზე. Robinhood-ის ინიციატივა დიდ გავლენას იქონიებს Coinbase-ისა და GDAX-ის მომდევნო ქმედებებზე.

მიღება

  • კვლევის მიხედვით, ახალგაზრდა იაპონელი მამაკაცების განათლებული ნაწილის 14%-ს აქვს ბიტკოინი. ეს არის ერთ-ერთი ბოლო კვლევა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი მზარდი დომინირება აქვს ბიტკოინს აზიის ბაზარზე.

  • SEC-ი დაიწყებს შესწავლას, თუ რამდენად ლეგალურია ბიტკოინთან დაკავშირებული ETF. ეს ნაბიჯი გადაიდგა მას მერე, რაც CBOE-ს პრეზიდენტმა, კრის კონკანონმა SEC-ს მისწერა წერილი ოფიციალური თხოვნით, გადაეხედათ თავიანთი გადაწყვეტილებისთვის. ეს საკმაოდ მნიშნველოვანი ნაბიჯია, რადგან თუ ETF-ები დაინერგა, Gemini-ს მნიშვნელობა კრიპტოვალუტების სამყაროში შემცირდება. ამ ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში, ინსტიტუციონალური ინვესტორებიც ხელახლა დაფიქრდებიან საკუთარ შეხედულებაზე ბიტკოინის მიმართ.

მთავრობები

  • ინდოეთის ცენტრალურმა ბანკმა აკრძალა კრიპტოვალუტებით შესყიდვები. ბანკი აქამდეც აფრთხილებდა მომხმარებელს კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული რისკების შესახებ, მაგრამ ეს პირველი იურიდიული სვლაა. ბანკების წინა პოლიტიკამ აქამდე ისედაც 90%-ით შეამცირა ინდოეთში კრიპტოვალუტებით ვაჭრობის დონე.

  • იაპონიაში განაცხადეს, რომ კრიპტოვალუტების ცდა აუცილებელია. ეს განცხადება გაკეთდა მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ეკონომიკაში. ზოგი იმასაც სპეკულირებს, რომ იაპონია თავის ციფრულ ვალუტას შემოიღებს 2018-ში.

  • ირანი ფიქრობს ტელეგრამის დახურვაზე ამ უკანასკნელის ICO-ს გამო. პოლიტიკოსებმა ფულის გათეთრების საკითხი წინ წამოსწიეს. ეს ხდება იმ ქვეყანაში, რომელმაც განაცხადა, რომ კრიპტოვალუტების შექმნას აპირებს სანქციებისგან თავის დასაღწევად.

სხვა ამბები

  • მონერომ ახალი ორკაპი შექმნა. ახალ კრიპტოვალუტას ეწოდება XMC (Monero Classic).

  • ბიტკოინ ქეშმა დააანონსა ახალი ორკაპი. ეს ორკაპი გულისხმობს ბლოკის ზომის 32 მეგაბაიტამდე გაზრდასა და Op code-ს შეცვლას. შედეგად, ეს მოიტანს ეთერიუმის მსგავს ნიშნებს. ორკაპის მიზანია Paypal-ის მსგავსი მასშტაბის მიღწევა.

  • ეთერიუმის თანადამფუძნებელი, ვიტალიკი, ამ კვირის ყველაზე ცნობადი სახე იყო. პირველ რიგში, მან ტვიტერზე შეადარა ეთერიუმი და ტრონი და განაცხადა, რომ ტრონის ბაზა ეთერიუმის პლაგიატი იყო. ამის შემდეგ მან მიზანში ამოიღო კრეიგ ვრაიტი და ვიდეოში მას უწოდა თაღლითი. ვრაიტი სხვა „ჯვაროსნების“ სამიზნეც იყო, მათ შორის 10 მილიარდ დოლარიან სასამართლო საქმეში გაეხვია, რომელიც მისმა თანადამფუძნებელმა წამოიწყო.

წყარო: ccn.com







bottom of page