top of page

"ყველა ICO თაღლითური არ არის"


ჯეი კლეიტონმა, უსაფრთხოებისა და ბირჟების კომისიის თავმჯდომარემ, განაცხადა, რომ SEC-ს არ სჯერა ყველა ICO-ს თაღლითობის.


„არავითარ შემთხვევაში“ - თქვა მან, როდესაც ჰკითხეს, SEC-ის ამჟამინდელი მკაცრი ზომები გულისხმობს თუ არა მათ ცუდ შეხედულებას ICO-ების მიმართ. სიტყვით გამოსვლისას კლეიტონმა კომენტარი გააკეთა კრიპტოვალუტაზე და პირველადი მონეტების შეთავაზებაზეც.


მისი თქმით, კრიპტო ბაზრიდან თარლითების გაცხრილვა აუცილებელია მომხმარებლების დასაცავად. მან ასევე აღნიშნა, რომ გაძლიერებული რეგულაციური შემოწმებები სარგებელს მოუტანს ინდუსტრიას თაღლითების მოშორებით, რომლებიც ამ სფეროს ცუდ სახელს უმკვიდრებს.


ცუდი მოთამაშეების თავიდანვე გაგდება უზრუნველყოფს, რომ ხელისუფლება ასეთ სიმკაცრეს სამუდამოდ არ შეინარჩუნებს, ვინაიდან თავიდანვე მოიშორებს საფრთხეს.


„ვაშინგტონში წარმოებული SEC-ის მიდგომა აზიანებს განაწილებული დავთარის ტექნოლოგიას სხვა არეალში? ჩემი იმედია, რომ პირიქით, ასეთი მიდგომა ეხმარება ბლოკჩეინს, რადგან ეს ტექნოლოგია ძირითადად თაღლითობებისთვის გამოიყენება.“ - განაცხადა კლეიტონმა.


„თუ არ შევაჩერებთ თაღლითებს, მკაცრი რეგულატორული ქმედებების სერიოზული რისკი იქნება, რის შედეგადაც მათ შეიძლება საერთოდ აკრძალონ ეს ახალი ტექნოლოგია.“ - დაამატა მან.


2018 წლის თებერვალში, კლეიტონმა საზოგადოებას მიანიშნა, რომ მისი სააგენტო გამოიძიებდა კრიპტოვალუტებს. იმ დროისთვის მან განაცხადა:


„მე მჯერა, რომ ყველა ICO, რომელიც კი მინახავს, ფასიანი ქაღალდია.“


კვირების შემდეგ, SEC-მა ICO-ები სამიზნეში ამოიღო და „ათობით სასამართლო უწყისები“ გაამზადა კრიპტოსთან კავშირში არსებული კომპანიების წინააღმდეგ ICO-ების სტრუქტურის შესასწავლად.


32 მილიონი დოლარის ღირებულების ICO შეჩერებულია თაღლითობის გამო


ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2 აპრილს, უსაფრთხოებისა და ფასიანი ქაღალდების კომისიამ გააფორმა თაღლითობის ჯარიმა Centra Tech-ის დამფუძნებლების, სოჰრაბ შარმასა და რობერტ ფარკასის საწინააღმდეგოდ.


შარმა და ფარკასი ბრალდებულნი არიან 32 მილიონი დოლარის აღებაში „დაურეგისტრირებელი ფასიანი ქაღალდების“ გაყიდვებით, რაც Centra-ს ICO-ს როს მოხდა.


წყარო: ccn.com

bottom of page