"ბიტკოინი ბაზარზე დარჩება"
„ბიტკოინის მფლობელებს, რომლებიც შეწუხებულნი არიან ამ კრიპტოვალუტაზე ფასის ცვალებადობით, არაფერი აქვთ სანერვიულო. კრიპტოვალუტა დარჩება ბაზარზე“ - ამბობს ჰონგ-კონგში დაარსებული კრიპტოვალუტის წარმომადგენელი, დეივ ჩეპმენი.
ასეთი რამ უკვე მომხდარა, მაგალითად, როდესაც ინტერნეტი გახდა პოპულარული, ან ფეისბუქის და ტვიტერი გაიხსნა.
„ყველა ამბობს, რომ კრიპტო არ არის კარგი და არანაირი განსხვავება არაა ამ შემთხვევასა და იმ შემთხვევებს შორის, როდესაც ადამიანი რაიმით ინტერესდება. ახალია ეს? რა თქმა უნდა. საჭიროა თუ არა მისი ზრდა? დიახ. დარეგულირდება? დიახ.“
დეივი, რომელიც აქამდე Credit Suisse-ში, Bear Stearns-სა და HSBC-ში მუშაობდა, ამბობს, რომ 2008 წლის ფინანსურმა კრიზისმა და მისმა შედეგებმა 2012-ში მისი რწმენა შეარყია არსებულ პროცესებზე.
2013-ში მან მონაწილეობა მიიღო ANX-ის, ბლოკჩეინის პრობლემების გადაჭრის პროვაიდერის, დაარსებაში და ANX Pro კრიპტოვალუტების გაცვლის პუნქტის შექმნაში. ახლახანს, მან დააარსა კრიპტოვაჭრობის ფირმა Octagon Strategy. Octagon-ზე დღესდღეობით 7 კრიპტოვალუტით ვაჭრობაა შესაძლებელი, მაგრამ ჩეპმენი 2018 წლის ბოლოსთვის ხელმისაწვდომი კრიპტოვალუტების რიცხვის 50-მდე გაზრდას აპირებს.
ავსტრალიელი ბიზნესმენი აღწერს საკუთარ თავს, როგორც „კორპორატიულ ლტოლვილს“, რომელსაც სჯერა ვირტუალური ვალუტებისა და ბლოკჩეინის შემცველი მომავლის ბიტკოინით სათავეში.
არავის შეუძლია კრიპტოს შეჩერება
დეივ ჩეპმენს მოსწონს კრიპტო ეკოსისტემის დეცენტრალიზირებულობა:
„ყველაზე მეტად თავიდანვე დეცენტრალიზირებულობამ მიმიზიდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არავის შეუძლია შენი შეჩერება, არც ბანკს, არც დიქტატორს და არც მშობლებს.“
ჩეპმენის თქმით, როდესაც მან პირველად ჩადო ფული ამ საქმეში, ყველა ინვესოტორი მას გიჟს უწოდებდა. „ბევრი ადამიანი გაოცებული იყო იმით, რომ მე მივატოვე კარიერა და „მაგიურ ინტერნეტ ფულს“ გავყევი. სწორედ ასე მსჯელობდნენ ჩემზე.“
ახლა, ჩეპმენის თქმით, ბანკები ან არ აქცევენ კრიპტოს ყურადღებას, ან პირიქით, ეშინიათ მისი ხელიდან გაშვების.
როგორც CCN-ი აქამდე იუწყებოდა, ჩეპმენის ვარაუდით ბიტკოინის ფასი წლის ბოლოს $100 000 იქნება.
იმის საპასუხოდ, რომ ბევრს არ სჯერა ამ პროგნოზის, ჩეპმენი თავის წინა პროგნოზს იხესენებს, რომელშიც ამბობდა, რომ ბიტკოინის ფასი 2017 წლის ბოლოსთვის $10 000-ს გადააჭარბებდა. შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ბოლოს ბიტკოინის ფასი $13 000 იყო.
„2017 წლის აგვისტოში, ბიტკოინი $4,000-ად იყიდებოდა, და მე ვთქვი, რომ წლის ბოლოსთვის ფასი 5 ნიშნა გახდებოდა. ბევრს გიჟი ვეგონე, ბევრი დამცინოდა, მაგრამ არაუშავს.“
ბევრი ინვესტორი ბიტკოინის ფასის ყოველდღიური ცვალებადობითაა შეპყრობილი, თუმცა, ჩეპმენის თქმით, ბაზარზე ეს ყველაზე უინტერესო საკითხია მისთვის.
„ფასი ყველაზე უნტერესო საგანია ჩემთვის. მე უფრო ის მაღელვებს, თუ რამდენად დაინერგება ეს ყველაფერი, რას ნიშნავს ეს იმ ადამიანებისთვის, ვინც ჯერ არ არიან ჩართულნი ამ ამბებში. თუ მხოლოდ ფასს დავაკვირდებით, უფრო დიდი სურათის დანახვის შესაძლებლობას დავკარგავთ.“
Fundstrat-ის თანადამაარსებელს, ტომ ლის სჯერა, რომ ბიტკოინის ფასი 17 აპრილის შემდეგ აიწევს, როდესაც ამერიკაში საგადასახადო სეზონი დამთავრდება. ლი ბიტკოინზე ფასის დაცემას ინვესტროების მიერ საკაპიტალო გადასახადის თავიდან აცილებას უკავშირებს და თვლის, რომ სწორედ ამიტომ ყიდიდდნენ ინვესტორები კრიპტოვალუტას.
წყარო: ccn.com