top of page

პაკისტანის ცენტრალური ბანკი კრიპტოვალუტების მიმართ უკიდურეს მიდგომას ირჩევს


პაკისტანის ცენტრალურმა ბანკმა (SBP) ბანკებსა და სხვა ფინანსური სერვისების პროვაიდერებს განუცხადა, მხარი არ დაეჭირათ ციფრული ვალუტის ტრანზაქციებისთვის. მან ასევე  აცნობა საზოგადოებას, რომ ის არეგულირებს შიდა და საერთაშორისო გადახდისა და ფულადი გზავნილების სერვისებს. განცხადება ბანკმა თავის ვებ გვერდზე და ტვიტერზე გამოაქვეყნა.


პაკისტანის ამ გამოსვლას, რომელიც პარასკევს მოხდა, მოჰყვა ინდოეთის ცენტრალური ბანკის(RBI) მსგავსი განცხადებაც. შედეგად, ადგილობრივ ბირჟებზე, კრიპტოვალუტების რირებულება საოცრად დაეცა.


გადარიცხვებმა შესაძლოა სასამართლო დევნაც გამოიწვიოს


SBP-იმ განაცხადა, რომ ნებისმიერი, ვინც კრიპტოვალუტებს გამოიყენებს თანხების გადასარიცხად პაკისტანის გარეთ, გასამართლდება  propakistani.pk-ის მიხედვით.


ბანკმა ასევე მოსთხოვა კომერციულ და მიკროსაფინანსო ბანკებს ისევე, როგორც გადახდის სისტემის ოპერატორებსა და გადახდის სერვისის პროვაიდერებს, ხელი არ შეეწყოთ იმ ანგარიშის მფლობელებისთვის, რომლებიც ტრანზაქციებს ICO-ს მონეტების ფორმით გაატარებდნენ.


SBP-იმ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ის კრიპტოვალუტებს, როგორც ლეგალურ ტენდერს, არ აღიარებს და არც ლიცენზიას აძლევს მათ არცერთი სერვისის შეთავაზებისთვის.


ცენტრალური ბანკი მიზეზად რისკებს ასახალებს


პაკისტანის ცენტრალურმა ბანკმა ამგვარ ქმედებას შემდეგი რისკების გამო მიმართა:


  • ვირტუალური ვალუტა საკმაოდ მერყევი და არასტაბილურია და მისი ფასები პირველ რიგში სპეკულაციებს ემყარება;

  • ვირტუალური ვალუტის ბირჟებისა და ბიზნესების მარცხი და საქმიდან გასვლა ნებისმიერი მიზეზის გამო, როგორიცაა სასამართლოს მიერ იძულებული;

  • ბირჟებისა და საფულეების უსაფრთხოების კომპრომისების რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით, რომელთა ფონდების დიდი რაოდენობაც დაკარგულია.


ინდოეთის ბანკის დამოკიდებულება


The reserve Bank of India-მ უფრო დეტალური განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, რეგულირებულ დაწესებულებებს, რომლებიც უკვე სთავაზობენ მომხმარებლებს ციფრული ვალუტის სერვისს, მოეთხოვებათ, შეწყვიტონ მსგავსი სერვისების მიწოდება სამი თვის განმავლობაში.


ასეთი სერვისები მოიცავს ანგარიშების შენახვას, რეგისტრაციებს, ვაჭრობას, ფულის განაღდებას, სესხის გაცემას კრიპტოვალუტებისთვის, მათ მიღებას, ისეთი ანგარიშების გახსნას, რომლებიც მონაწილეობს კრიპტოებით ვაჭრობაში და სხვ.


RBI-ი აცნობიერებს, რომ ბლოკჩეინ ტექნოლოგიას მრავალი პოტენციურად საჭირო აპლიკაციები გააჩნია, მაგრამ, ამისდა მიუხედავად, მიიჩნევს, რომ კრიპტოვალუტები საკმაოდ ბევრ პრობლემას ქმნის, რომლებიც მომხმარებლის უსაფრთხოებას, ბაზრის მთლიანობასა და ფინანსური დანაშაულების თავიდან არიდებას უკავშირდება.


ბოლო თვეებში, ინდოეთში, კრიპტოვალუტებით ვაჭრობის მოცულობა უკვე 90%-ით დაეცა. ამის მიზეზია ის, რომ ბანკებმა უკვე დაიწყეს კრიპტოვალუტებით ვაჭრობის აკრძალვა ფინანსურ სერვისებზე უსაფრთხო წვდომის გამო. თუმცა, ეს ბლოკადა ოფიციალური ხელისუფლების პოლისში დღემდე არაა კოდიფიცირებული.


წყარო: ccn.com

bottom of page