top of page

Coincheck-ი გაიყიდა!


იაპონურმა ონლაინ ბროკერმა, Monex-მა, ოფიციალურად შეიძინა კრიპტოვალუტების ონლაინ ბირჟა, Coincheck-ი. მან 3,6 მილიარდი იაპონური იენი გადაიხადა, რაც 34 მილიონი ამერიკული დოლარის ექვივალენტია.


მონექსი ასევე დათანხმდა შემდგომი 3 წლის მანზილზე მიღებული მოგების გაყოფაზე წინა მფლობელთან. Coincheck-ის წინა მფლობელები, კერძოდ, დამაარსებელი კოიჩირო ვადა, რომელიც 45%-ს ფლობდა, ასევე იუსუკე ოტსუკა (5,5%) და coincheck-ის ძველი მენეჯერი გადადგებიან თანამდებობიდან და მათ ადგილს მონექსის მიერ დანიშნული ინდივიდები დაიაკავებენ.


ბლუმბერგის მიხედვით, მონექსის აღასრულებელმა დირექტორმა, ოკი მატსუმოტომ პრესკონფერენციაზე განაცხადა:


„მოუთმენლად ველი Coincheck-ის ჩვენს ოჯახთან შემოერთებას. კრიპტოვალუტები ყოველდღიურად უფრო და უფრო მნიშვნელოვანი აქტივი ხდება, რომელსაც გვერდს ვერ ავუვლით“. მატსუმოტომ ასევე დაანონსა, რომ აპირებს თავისი პირადი მაინინგ ფერმის გაკეთებას.


Monex-ს აქვს გეგმა, რომ დაძლიოს ქოინჩექში არსებული კრიზისი, რომელიც გამოწვეულია 400 აშშ დოლარის ღირებულების XEM-ის დაკარგვით ჰაკერული თავდასხმის შედეგად. მატსუმოტოს იმედი აქვს, რომ ქოინჩექი შეძლებს იაპონური FSA ლიცენზიის მოპოვებას უახლოესი 2 თვის მანძილზე და განაახლებს ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებას.


ბლუმბერგის განცხადებით, მონექსის აქტივების ფასმა 20%-ით მოიმატა ამ განცხადების შემდეგ. გასულ სამშაბათს, Nikkei-ს მხრიდან გაკეთებული განცხადების შემდეგ, სადაც პირველად დაანონსდა მონექსის ინტერესი ქოინჩექის მიმართ, კომპანიამ 40%-იანი მოგება ნახა და საკუთარ ჯამურ საბაზრო კაპიტალიზაციას 300 მილიონი აშშ დოლარი დაუმატა.


წყარო - cryptonews.com


bottom of page