top of page

3 მიზეზი რის გამოც ბიტკოინზე ფასი აიწევს


ბიტკოინისთვის 2018 წელი არც თუ ისე კარგად დაიწყო, თუმცა ვითარება მალე შეიცვლება. ბიტკოინის კაპიტალი $119 მილიარდით შემცირდა წლის პირველ კვარტალში, რეგულაციებმა მას რთული ვითარება შეუქმნა და არც სარეკლამო პლატოფრმები ეხმარებოდნენ დიდად. ამ რთული პერიოდის გავლის შემდეგ, როგორც ჩანს, ფასი ისევ აიწევს ბიტკოინზე. CNBC-თან ინტერვიუში, ბრაიან კელიმ ფასის აწევის მიზეზებზე ისაუბრა.


  • ამერიკაში საგადასახადო სეზონი მთავრდება


15 აპრილს სრულდება საგადასახადო პერიოდი აშშ-ში. ინვესტორები, რომლებმაც ბიტკოინით ბევრი ფული იშოვეს დეკემბერში, ახლა გადასახადების დაფარვისთვის ემზადებიან, რითიც ბიტკოინის ფასზე მარტში მომხდარი ზეწოლა აიხსნება. კელი ხაზს უსვამს იმას, რომ გადასახადებთან დაკავშირებული გაყიდვები ერთ კვირაში დამთავრდება. (მან ისიც თქვა, რომ ტელეგრამის $2მილიარდის ღირებულების ICO-მ ბევრი ინვესტორის ყურადღება მიიპყრო.)


  • Conchek-ის გაყიდვა


როგორც CCN-ი აქამდე იუწყებოდა, იაპონური Coincheck-ი შესაძლოა დაბლოკონ. იმის გარდა, რომ ის იყიდება, მისი პოტენციური მფლობელი არის ონლაინ ბროკერების პლატფორმა Monex Group-ი, რომელიც TradeStation-საც აკონტროლებს.


„ეს ნდობის მოპოვების გარანტიაა, ახლა თქვენ გექნებათ რეგულირებადი საჯარო კომპანია იაპონიაში, რომელიც კრიპტოგაცვლებს აწარმოებს,“ განაცხადა ბრაიან კელიმ, BK Capital Management-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.


  • ისტორია ბიტკოინის მხარესაა


მარტმა ბიტკოინის ინვესტორებისთვის ცუდად ჩაიარა. იმის და მიუხედავად, რომ ფასი ეცემოდა, წარმოების დონე მხოლოდ იმას მოწმობდა, რომ ისტორია მეორდება. მარტი ისტორიულად არც თუ ისე პროდუქტიული თვეა ბიტკოინისთვის, რადგან 2013-შიც მსგავსი სიტუაცია იყო, Fundstrat-ის მონაცემების თანახმად.


აპრილი კი - პირიქით - საუკეთესო თვეა ბიტკოინით ვაჭრობისთვის, რადგან ბოლო 7 წელიწადში ფასის ზრდა 5-ჯერ დაემთხვა ამ თვეს.


სხვა ხელშემწყობი ფაქტები

ბიტკოინის სასიკეთოდ მიმართული ძალები უფრო მეტია, ვიდრე მის წინააღმდეგ. ამ სამი მიზეზის გარდა, კიდევ სხვა ფაქტორებიც არსებობს, რომლებიც ბიტკოინს ხელს შეუწყობს. მაგალითად, მსოფლიოს წამყვანი ბიტკოინის ბირჟები, მათ შორის ამერიკულიც, ელოდება ახალ რეგულაციებს, რომლებიც უფრო ნათელი იქნება. ეს კი შესაძლოა ერთგვარი კატალიზატორი იყოს კრიპტოვალუტების ბაზრებისთვის, რისი მეშვეობითაც ისინი მწვერვალებს მიაღწევენ.


წყარო: ccn.com

bottom of page