top of page

ვაშინგტონი არაავტორიზებულ მაინერებს ებრძვის


თუ ვაშინგტონის შელანის რაიონში მოხვდით, ალბათ არ ღირს მაინინგის პროცესში ჩართვა, თუ ეს ფარულად ხდება.


ბოლო შეხვედრაზე, რაიონის საჯარო სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, ძალაში შეეყვანა მორატორიუმი, რომელიც ებრძვის მაინინგის ახალ აპლიკაციებს. სამსახურის განცხადებით, ყველა ზომა, იქნება მიღებული (მათ შორის ჯარიმებიც და დაკავებაც), რათა აღმოიფხვრას კრიპტოვალუტებით შესრულებული არაავტორიზებული ოპერაციები. სამსახურის მთავარი საზრუნავია საზოგადოების დაცვა და ენერგიის მიმწოდებელი ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, საჯარო სამსახური შეშფოთებულია კრიპტოვალუტების მიწოდების სიდიდით.


მორატორიუმის თავდაპირველი დანიშნულება იყო შეეჩერებინა ახალი აპლიკაციები, რათა სააგენტოს დრო ჰქონოდა, გადაეხედა ენერგიის ხარჯვის დონეზე და დაეწესებინა ახალი ტარიფი. დღეს, რაიონის ოფიციალური პირები სასჯელის სახით გვთავაზობენ ჯარიმებს, სასჯელს, დენის გათიშვას და პოლიციაში დაბეზღებას მათ წინააღმდეგ, ვინც არალეგალურ საქმიანობას გააგრძელებს. სამსახურის გეგმაშია, დაამონტაჟოს ენერგიის გამოყენების საზომი ხელსაწყოები, რათა მაინერის პოვნა გაადვილდეს.


შელანის ადმინისტრაციამ ზომების მიღება დაიწყო მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა რამდენიმე არაავტორიზებული მაინინგის ჯგუფი. მათ შორის იყო ბინების კომპლექსი (ენერგიის მოხმარება გაიზარდა 20-ჯერ), კერძო სახლები და სათავსოები. ენერგიის დიდმა მოხმარებამ გამოიწვია 500 კილოვატსაათიდან 11,000 კილოვატსაათამდე სიმძლავრის ზრდა. გარდა ამისა, გადახურებული მაინერების გასაგრილებლად, ხშირად ვნახავდით გაღებულ ფანჯრებსა და კარებს.


უწყების განცხადებით, ამ ქმედებამ საზოგადოება ხანძრის საშიშროების ქვეშ დააყენა და სერიოზული საფრთხე გაჩნდა იმისა, რომ სიმძლავრის მიწოდება მალე კიდევ უფრო გართულდებოდა.


„ჩვენ მხოლოდ კი არ ვწუხვართ, შეშფოთებულებიც კი ვართ, როდესაც ხალხი სხვა ადამიანებს საფრთხეში აგდებს. ამას არ მოვითმენთ. ეს არის ძლიერი გზავნილი და მინდა, რომ ყველამ კარგად გაიგოს“ - განაცხადა კომისარმა სტივ მაკკენამ.


რაიონს არ აქვს პრობლემა იმ მაინერებთან, რომელთაც გაიარეს ვერიფიკაცია.


„მინდა განვაცხადო, რომ იმ მომხმარებლებს, რომლებიც გონივრული რაოდენობის სიმძლავრეს იყენებენ, არაფერი ემუქრებათ“ - განაცხადა კომისარმა გარი არსენომ.


შელანის საჯარო სამსახური აწესებს შემდეგ ჯარიმებს არაავტორიზებული მაინერებისთვის:

  • 5000 საცხოვრებელ ადგილებში განთავსებისთვის

  • 7-10 ათარი ბიზნეს ლოკაციებისთვის


იაფი სიმძლავრე


ვაშინგტონი არაა ერთადერთი შტატი, რომელიც ფოკუსირდება ბიტკოინის მაინერებზე. CCN-ის მოხსენების მიხედვით, ნიუ-იორკის საჯარო სამსახურმა ნება დართო მუნიციპალიტეტებს, რომ დაუწესონ უფრო მაღალი ტარიფი ელექტროენერგიაზე მათ, ვინც ენერგიას ბიტკოინის მაინინგისთვის იყენებს.


ვაშინგტონის შელანის რაიონში, სადაც ენერგია საკმაოდ იაფი და უხვია, იგივე აზრები ჩნდება ტარიფებთან დაკავშირებით. თუმცა, მიუხედავად მოლოდინებისა, ხელისუფლებამ აღმოაჩინა, რომ ხალხი, იმის მაგივრად, რომ მორატორიუმის დასრულებას დაელოდოს და მერე გააგრძელოს მაინინგი, კიდევ უფრო ზრდის მაინერების დატვირთვას კრიპტოვალუტების მოპოვებისას.


წყარო ccn.com

bottom of page