Google-ი უკანონო მაინინგის წინააღმდეგ
Google ემშვიდობება კრიპტოვალუტის მაინინგის თემას Chrome Web Store-ისა და ამგვარი პროგრამების აკრძალვით.
ეს პროგრამები საზოგადო გარჩევის საგანი გახდა ბოლო თვეებში. მათ შეუძლიათ ავტომატური მაინინგი მომხმარებლის ცოდნის გარეშე, რაც შემდეგ ზღუდავს ინტერნეტ სიჩქარეს და ტვირთავს კომპიუტერს. Archive Poster, პოპულარული Chrome-ის დამატება, რომელიც tumblr-ის პოსტების მენეჯმენტისთვის იყო განკუთვნილი, აღმოჩნდა, რომ ათასობით სხვა და სხვა მოწყობილობიდან ნებათვის გარეშე, საიდუმლოდ, მონეროს მაინინგს ეწეოდა. ამ თაღლითურ მოქმედებას „cryptojacking“ ეწოდება.
სანამ Google ასეთი თაღლითური აპლიკაციების დახურვით იყო დაკავებული, მან კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა და იმ პროგრამების გაუქმებაც გადაწყვიტა, რომლებიც ამ საქმიანობას დაუფარავად მისდევდნენ. Google-მა გუშინ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც წერია, ამ პროგრამების წაშლის მიზეზი. კერძოდ, მათი 90% არ იყო მორგებული და ვერ აკმაყოფილებდა იმ პირობებს, რომლებიც Google-მა მაინინგის პროგრამებს წაუყენა თაღლითური ქმედებების თავიდან ასაცილებლად. გუშინ ითქვა, რომ ახალი მაინინგისთვის განკუთვნილი დამატებები აღარ იქნება მიღებული და უკვე არსებულები კი ივნისის თვემდე წაიშლება. Google ამავე დროს ხაზს უსვამს იმას, რომ ბლოკჩეინის დამატებები, რომლებსაც მაინინგის დანიშნულება არ აქვს, ჩვეულებრივ განაგრძობს მუშაობას და ამ ეტაპზე მათ არანაირი საფრთხე არ ემუქრება.
ჩვეულებრივი ადამიანები არ არიან ერთადერთნი, რომლებიც საიდუმლო კრიპტომაინინგის მსხვერპლნი გამხდარან. რუსეთის ატომურ სადგურზე აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთმა თანამშრომელმა რუსეთის ყველაზე ძლიერ კომპიუტერზე ჩაწერა მაინინგის პროგრამა და ამუშავებდა მას. ატომური სუპერკომპიუტერი უსაფრთხოების მიზნით ყოველთვის გამორთული უნდა ყოფილიყო ინტერნეტიდან. ეს დარღვევა სავარაუდოდ მაშინ აღმოაჩინეს, როცა მეცნიერების გუნდმა კომპიუტერის ინტერნეტთან დაკავშირება თავად გადაწყვიტა.
ტესლაც კი ჩაიტყუეს cryptojacking-ის აქტში, ისევე, როგოც ამერიკის, გაერთიანებული სამეფოების და ავსტრალიის სამთავრობო ვებგვერდები. Google-ის საკუთარი DoubleClick Ad-ის სერვერიც კი გამოიყენებოდა თურმე უკანონო მაინინგისთვის.
წყარო: ccn.com