top of page

Alibaba-მ სარჩელი შეიტანა AlibabaCoin-ის წინააღმდეგ


ჩინურმა ელექტრო კომერციულმა გიგანტმა, ალიბაბამ, სასამართლოში უჩივლა კრიპტოვალუტა „Alibabacoin”-ის შემქნელებს, რადგან თვლის, რომ ისინი ალიბაბას ბრენდს იყენებენ.


კომპანიამ იურიდიული დავა ორშაბათს დაიწყო, როდესაც ნიუ-იორკის საოლქო სასამართლოში შეიტანა სარჩელი. ალიბაბას თქმით, ბრალდებულებმა მათი ბრენდი გამოიყენეს და ICO-თი $3.5 მილიონი გამოიმუშავეს.


კომაპნიის იურისტები აცხადებენ:


“იმის ნაცვლად, რომ თავისი ბრენდი შეექმნა პროდუქციისა და სერვისების შესათავაზებლად, დაცვის მხარემ ისეთი კამპანია წამოიწყო, რომ ბევრს ეგონა, ამ სერვისებს მათ ალიბაბა სთავაზობდა, ან მისი დასპონსორებული იყო.“


ამერიკის საოლქო მოსამართლემ, კიმბა ვუდმა, გასცა ბრძანება, რომ დუბაიში დაარსებულ AlibabaCoin Foundation-ს შეეწყვიტა საქმიანობა და 11 აპრილამდე განემარტა, თუ რატომ თვლის მოსალოდნელ სანქციების არასამართლიანს, იუწყება Reuters.


ალიბაბა აგრეთვე ამბობს, რომ რამდენიმე ინფორმაციულმა წყარომ შეცდომით დაუკავშირა ალიბაბა და AlibabaCoin Foundation. 26 მარტს პრესაში Alibabacoin-მა განაცხადა, რომ არანაირი კავშირი არ აქვს Alibaba.com-თან.


ელექტრო კომერიციის კომპანია გააგრძელებს დავას დაუზუსტებელი ზიანის გამო.


წყარო: coindesk.com

bottom of page