top of page

„ჩვენ მონიტორინგს ვუწევთ კრიპტოვალუტების უაღრეს არასტაბილურობას“


ფედერალური რეზერვის გუბერნატორმა, ლეილ ბრეინარდმა თქვა, რომ ცენტრალური ბანკი თვალყურს ადევნებს კრიპტოვალუტების ფასების უკიდურეს არასტაბილურობას, კონკრეტულად კი ბიტკოინის, მაგრამ არ თვლის, რომ ვირტუალური ვალუტა საფრთხეს წარმოადგენს შეერთებული შტატების ფინანსური სტაბილურობისთვის.


ბრეინარდმა 3 აპრილს გამართული გამოსვლისას სტერნის ბიზნეს სკოლაში, ნიუ იორკში, ინვესტორები განუცხადა, ფრთხილად ყოფილიყვნენ სპეკულირებადი აქტივების კლასებთან, როგორიცაა კრიპტოვალუტები.


„მაგალითად, ბიტკოინის ფასმა 2017 წელს 1 000 პროცენტით მოიმატა და წინა თვეების განმავლობაში საგრძნობლად დაეცა. ამ ბაზრებმა შეიძლება ინვესტორების უსაფრთხოების და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული პრობლემები წამოაყენოს დღის წესრიგში.“


ბრეინარდმა განაგრძო: „ინვესტორები ძალიან დაკვირვებით უნდა იყვნენ და გაითვალისწინონ, რომ ნებისმიერ დროს იქნება მოსალოდნელი ინვესტიციის სრული დაკარგვა. ამ ეტაპზე ცხადი არ არის, როგორ შეიძლება კრიპტოვალუტის არასტაბილურობამ ჩვენს ფინანსურ სექტორზე იქონიოს გავლენა, თუმცა ჩვენ გავაგრძელებთ მის შესწავლას.“


ბრეინერდის უფროსი, ფედერალური რეზერვის თავჯდომარე ჯერომ პოველი ამბობს:


„მე არაფერი არ მაქვს ბიტკოინის საწინააღმდეგო. ჩვენ, ზოგადად, ვაფასებთ კრიპტოვალუტასთან ასოცირებულ რისკებს, როგორიცაა ფულის გათეთრება და სხვა. ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით და არც მხარს ვუჭერთ ალტერნატიულ ვალუტებს.“

ეს კომენტარები ბიტკოინის ფასის თამაშს მოჰყვა ბოლო კვირებში. ბოლო ოთხი კვირის მანძილზე, მისი ფასი 4,500 დოლარით შემცირდა. ეს მისი ისტორიის განმავლობაში, ანუ 2009 წლიდან, ყველაზე წარუმატებელი პირველი კვარტალი იყო.

5 მარტს მისი ფასი 11 400 დოლარამდე იყო, ახლა კი სადღაც 6 882 დოლარია.

ყოფილი-Skype-ის ოპერაციების მენეჯერი: BTC-ის ფასს მილიონამდე შეეძლო მიღწევა.


„რეგულატორები გონებაღია ადამიანები არიან და ჩვენ ახლა ვმუშაობთ, რათა შევამციროთ რისკები მომხმარებლისთვის. ასე რომ, მე ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ არ უნდა შეისრულოს ბიტკოინმა თავისი ოცნებები. თუ ის ამას შეძლებს, ბოლო დროის ჩავარდნები ძალიან ტვილიალურად გამოჩნდება საერთო ფონზე“-ამბობს მაიკლ ჯექსონი, სკაიპის ყოფილი ოერაციების მენეჯერი.

ჯექსონმა, რომელიც ბიტკოინის ერთ-ერთი მრჩეველია, თქვა, რომ ბიტკოინის ფასს შეეძლო ელვისებური სიჩქარით 1 მილიონი დოლარისთვის მიეღწია, რადგან მას სჯეროდა მისი უნივერსალური ღირებულების, როგორც გადახდის მექანიზმის.


წყარო: ccn.com

bottom of page