სტუდენტებისთვის მაინინგი უკვე პრობლემას წარმოადგენს
გონებამახვილმა სტუდენტებმა, რომელთაც ბიტკოინის მაინინგი დაიწყეს თავისი უნივერსიტეტების საცხოვრებელი ოთახებიდან, შეიძლება იზარალონ ბიტკოინის ფასის ვარდნისა და მაინინგის ხარჯის ზრდის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ელექტროენერგიის მიღება ძირითადად სუბსიდირებული აქვთ, ბიტკოინის ფასის ვარდნა მაინც გადაწონის ენერგიის დაბალ ტარიფებს და ამცირებს სტუდენტების მოგებას.
პროცესის პარალელურად, მოთხოვნამ აიწია GPU-ებზე (კომპიუტერის გრაფიკის უზრუნველმყოფი ნაწილი). მოთხოვნის ზრდა ამ ნაწილის ფასსაც ზრდის, რაც ზრდის ხარჯებს გეიმერებისა და კრიპტოვალუტების მაინერებისთვის, რადგან ორივე საქმიანობას GPU-ები სჭირდება. როგორც ერთმა ექსპერტმა შენიშნა, Nvidia GTX 1070-ის ყიდვისთვის 699-დან 850 ამერიკულ დოლარამდე თანხის გადახდაა საჭირო, რაც სტუდენტებისთვის საკმაოდ დიდი ფულია.
ფეირლეი დიკენსონის უნივერსიტეტის (FDU) მეოთხე კურსის სტუდენტმა, რომელიც ბიტკოინის მაინინგს 6 წლის განმავლობაში ეწევა, CNBC-ის განუცხადა:
„დღეს უკვე არარაციონალური ჩანს ის ხარჯები, რომლის გაწევაც საჭიროა მაინინგისთვის.“ - ამ სტუდენტმა, ალექსმა, ათასობით დოლარის ინვესტიცია ჩადო მაინინგში და ისიც კი მოახერხა, რომ უნივერსიტეტის რადარებმა ვერ შეამჩნიეს მის მიერ ელექტროენერგიის ჭარბი რაოდენობის გამოყენების ფაქტი.
მან განაცხადა, რომ ადრე კრიპტოვალუტების მაინინგი ამდენ ელექტროენერგიას არ საჭიროებდა. მიუხედავად ამისა, ალექსის მაინინგი მთელი დღის განმავლობაში მიდის მის საერთო საცხოვრებელსა თუ სახლში. მაინინგს ყოველ რვა კვირაში 200-1,000 დოლარი მოაქვს და ამ ფულით სტუდენტი წიგნებს ყიდულობს.
ყველა სტუდენტი უნივერსიტეტში არ ეწევა მაინინგს. ჩრდილო-დასავლეთ მისურის უნივერსიტეტის სტუდენტებმა, რომლებიც კრიპტოვალუტების მოპოვებით რამდენიმე წელია დაკავებულნი არიან, განაცხადეს, რომ უნივერსიტეტის ენერგიის გამოყენება მაინინგისთვის უსამართლობაა და სტუდენტსაც ეკისრება თავისი წილი „სიმძლავრის“ პასუხისმგებლობა ამ პროცესში. მათივე განცხადებით, არცერთი მაინერი არ იციან, რომელიც 1 კილოვატსაათზე ნაკლებ სიმძლავრეზე მუშაობს.
პარალელურად, FDU-ს სხვა სტუდენტმა ცდუნებას ვერ გაუძლო და გეიმინგისთვის შექმნილი კომპიუტერით მაინინგს მიჰყო ხელი. კრიპტოვალუტების მოსაპოვებლად ის იყენებდა NiceHash-ს, თუმცა ინვესტიცია დიდად მომგებიანი არ აღმოჩნდა, მოიპოვებდა რა 0.00027 ბიტკოინს ყოველდღიურად.
მხეცის გამოკვება
ბიტკოინის მაინინგის პროცესი გულისხმობს მაღალი სირთულის განტოლებების ამოხსნას, რასაც შედეგად მოაქვს ბლოკჩეინ სისტემის გაფართოება, ხოლო მაინერს „ბონუსი“ ერიცხება. თუმცა, რაც უფრო დიდი ხდება ბლოკჩეინ სისტემა, მით უფრო რთული ხდება ამოცანა, რომელიც კომპიუტერმა უნდა ამოხსნას, რაც, თავის მხრივ, ელექტროენერგიის გამოყენებასაც ზრდის.
კრიპტოვალუტების მაინინგი ნელ-ნელა აკრძალული სფერო ხდება FDU-ს სტუდენტებისთვის.
„FDU დაბლოკავს კრიპტოვალუტების მაინინგს firewall-ის დონეზე, და, სავარაუდოდ, რამე სპეციფიკურ ენასაც გამოიყენებს, რათა შეუძლებელი გახდეს მაინინგის პროცესი.“ - განაცხადა უნვიერსიტეტმა CNBC-სთან სტატიაში.
თუ უნივერსიტეტები ერთხმად გადაწყვეტენ მაინინგის აკრძალვას, სტუდენტები, ბიტკოინის ფასის ზრდის შემთხვევაშიც კი, დაკარგავენ მთავარ უპირატესობას, რომელიც მაინინგის პროცესში აქვთ სხვა ადამიანებთან შედარებით - ხელმისაწვდომი ელექტროენერგია.
წყარო: ccn.com