რიპლი ამერიკის ბაზარზე გასასვლელად ფულსაც იხდის!
ყოველდღე არ ვხვდებით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთოს კრიპტოვალუტამ, რათა მთავარ ბირჟებზე სიაში მოხვდეს. თუმცა, დღეს გავიგეთ, რომ კომპანია რიპლი, market cap-ის მიხედვით მესამე კრიპტოვალუტის შემქმნელი, მზადაა, გადაიხადოს, რათა ამერიკის წამყვან სავაჭრო პლატფორმებზე აღმოჩნდეს ბიტკოინისა და ეთერიუმის გვერდით.
ბლუმბერგის მოხსენების მიხედვით, საერთაშორისო ვაჭრობის გამარტივების სტარტაპი მზადაა გადაიხადოს მილიონები, რათა XRP (რიპლი) მოხვდეს ამერიკის სავაჭრო პლატფორმებზე, რომლებიც დიდი ლიკვიდურობით ხასიათდება. რიპლმა უკვე შესთავაზა ფინანსური ანაზღაურება ბიტკოინით მოვაჭრე დიდ კომპანიებს: ძმები ვინკლვოსების მიერ დაარსებულ Gemini-სა და Coinbase-ს. ზოგადად, კაპიტალის ბაზარზე შესვლისას ფულის გადახდა სტანდარტული მოვლენაა, თუმცა ეს აუცილებელი არაა თითქმის დაურეგულერებელ კრიპტოვალუტების ბაზარზე.
მოხსენების მიხედვით, რიპლმა Gemini-ს, 2017 წლის მესამე კვარტლის ლისტინგის გამო, ერთი მილიონი ამერიკული დოლარი შესთავაზა, ხოლო Coinbase-ს 100 მილიონი დოლარის ღირებულების რიპლები, რომელთა გამოყენებითაც ინვესტორებს ვაჭრობა შეეძლებოდათ. მოხსენების მიხედვით, რიპლი თანახმა იყო, ვალი უკან მიეღო ნაღდი ფულის ან რიპლის საშუალებით, რაც Coinbase-ს საკმაოდ მომგებიან პოზიციაში აყენებდა.
რიპლის წამომადგენელმა რამდენიმე დეტალი დამალა, თუმცა განაცხადა, რომ კომპანიის მიზანია მალე გახადოს რიპლი ლიკვიდურ აქტივად, რომლის გამოყენება ტრანზაქციების დასაფინანსებლად შესაძლებელი იქნება მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
თუმცა, ბაზრის მონაწილეები დარდობენ იმაზე, რომ, როდესაც ამერიკის მთავრობა კარგად ჩამოაყალიბებს კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული რეგულაციების ჩარჩოს, რიპლი ფასიანი ქაღალდების ბანაკში მოხვდება. ამავდროულად, რაც უფრო ხშირად გაჟღერდება ვარაუდი, რომ მთავარი გაცვლითი ბაზრები რიპლს მხარს უჭერს, მით უფრო მალე მოიმატებს მონეტის ფასი. ასე მოხდა 2017 წლის ბოლოსაც და 1 თვის წინაც.
რიპლის პრობლემა მომხმარებელში არაა. პრობლემა ისაა, რომ რიპლმა ვერ მოახერხა მთავარ სავაჭრო პლატფორმებზე მოხვედრა. ეს ყველაფერი ხდება იმის მიუხედავად, რომ, სან-ფრანცისკოში დაფუძნებული რიპლი არის ერთ-ერთი ის სტარტაპი, რომელმაც შეიძლება ხიდის როლი შეასრულოს ბანკებსა და კრიპტოვალუტებს შორის.
ავტონომიური კვლევის მიხედვით, რიპლის გამომშვებ კომპანიას მოუწევს 1-3 მილიონი დოლარის გადახდა, რათა ვალუტა ბაზარზე გავიდეს. რაც უფრო მეტს გადაიხდის, მით უფრო ლიკვიდური იქნება ვალუტა. ბლუმბერგის სტატიაში მოხსენიებული იურისტის მიხედვით, რიპლის შეთავაზება Gemini-სა და Coinbase-სთან სავსებით ლეგალურად შეიძლება მივიჩნიოთ.
კანონის მიერ დაუფარავი სივრცეა ის, თუ როგორ და როდის განისაზღვრება რიპლის არსი. თუ რიპლს მიიჩნევენ, როგორც დაურეგულირებელ ფასიან ქაღალდს, როგორც მოხდა ICO-ების მონეტების შემთხვევაში, ეს შექმნის ბევრ რეგულატორულ პრობლემას რიპლისთვის, გაცვლითი ბაზრებისთვისა და მომხამრებლისთვისაც.
წყარო: ccn.com