top of page

რა ჯდება თქვენი მონეტების ბირჟებზე მოხვედრა?


ICO-ს დამფუძნებლები არ არიან ერთადერთნი, ვინც მონეტების გაყიდვით მდიდრდებიან. Autonomous Next LLP-ის გამოკვლევის მიხედვით, კრიპტოვალუტის ბირჟბი აგროვებენ მილიონობით დოლარს ICO-ს ოპერატორებისგან, რომლებიც მუშაობენ, რათა გაიმყარონ პოზიციები პლატფორმებზე, სადაც მათი მონეტებით დიდი რაოდენობით ვაჭრობენ.


„როგოც ჩანს, კონკრეტული კრიპტოვალუტის ბირჟაზე მოხვედრის საბაზრო ფასი 1 მილიონი დოლარია. 3 მილიონი - თუ სწრაფი ლიკვიდურობის შესაძლებლობაც გინდა.“- თქვა ფირმამ. „ჩვენ ამ რიცხვებზე თავს ვერ დავდებთ, მაგრამ ისინი დიდი ალბათობით რეალობასთან ახლოსაა“.


და, რა თქმა უნდა, ეს ფული არ შედის იმ სატრანზაქციო გადასახადებში, რომლის გადახდაც უწევთ, როცა მონეტებით რეალურად იწყება ვაჭრობა.

თუმცა, ეს ყველაფერი მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა. ჩვეულებრივი ამბავია ის, რომ გადამცვლელი პუნქტები სხვადასხვა პრომოუტერებს უფლებას აძლევენ, ფულის სანაცვლოდ მათი მონეტები ამ სიაში შეიყვანონ. ეს ამ ინდუსტრიის ჩასახვისთანავე გაცხადებულ საიდუმლოს წარმოადგენდა.

თუმცა, გადასახადები, რომელთაც პროექტები იხდიან, რათა ბირჟის სიაში მოხვდნენ, საკმაოდ სოლიდურია; ისინი ბევრად მეტს იხდიან, ვიდრე ტრადიციული კომპანიები.


შესაძლოა ICO-ს ოპერატორებმა ეს თანხა სამართლიანად ჩათვალეს მას შემდეგ, რაც გაარკვიეს, რომ ზოგი პრომოუტერი 105 000 დოლარს იხდის ერთ პოსტში თვითერზე.


ბირჟებისთვის ფულის გადახდა მონეტის სიაში მოხვედრისთვის ასე თუ ისე მეორეულ ბაზარს ქმნის, რომელსაც მარეგულირებელი სააგენტოები (შეერთებული შტატების უსაფრთხოება და ბირჟების კომისია- SEC)  ითვალისწინებენ, როცა ადგენენ მონეტის საფრთხის დონეს. SEC-მა უკვე გააფრთხილა გადაცვლითი პუნქტები, რომ ეს მოქმედება სრულიად უკანონოა. წყარო: ccn.com

bottom of page