top of page

ბუტერინი კრეიგ ვრაიტს უპირისპირდება


ვიდეო, სადაც ვიტალიკ ბუტერინი იწვევს კრეიგ ვრაიტს ორდღიან დეკონომიის კონფერნციაზე, მალე ძალიან პოპულარული გახდება.


ბუტერინს ბევრი კითხვა აქვს კრეიგ რაიტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, რომელიც საუბრობდა „ბიტკოინის მასშტაბირების ვიზუალიზაციასა და მეწარმეობის გაზრდაზე.“ როგორც ჩანს, ბუტერინი არ ეთანხმება რაიტის ზოგ მოსაზრებას.


უნდა აღინიშნოს, რომ ბუტერინი „დაპირისპირების ხასიათზე“ იყო, როდესაც თქვა, რომ ვრაიტმა უსაფუძვლოდ გამოთქვა პრეტენზიები გარკვეულ კრიპტოგრაფიულ ამოცანებსა და ელვისებრი ქსელის შექმნაზე; მაგრამ, ყველაზე მეტად, ბუტერინი ყურადღებას ამახვილებდა რაიტის „ეგოისტი მაინერის“ თეორიაზე. როგორც ჩანს, ვრაიტმა თქვა, რომ ეგოისტური მაინინგის კონტქესტში, გამა ნულზე ნაკლებია.


ბუტერინმა თავისი სიტყვა ასე დაიწყო: “ეს სრულიად აბსურდული განცხადებაა, რადგან გამა არის ქსელის საპროცენტო წილი, რომელიც მუშაობს მაინერებთან და მას 0-დან 1-მდე მნიშვნელობა აქვს. ასეთი ბევრი უხეში შეცდომის შემდეგ, რატომაა ეს თაღლითი ამ კონფერენციაზე?“


სამსონ მოვი, Blockstream-ის დაცვის მენეჯერი, მყისვე გამოეხმაურა ამ განცხადებას აპლოდისმენტებით და გაიცინა.


ეგოისტური მაინინგი არის ბიტკოინის თავდასხმის ვექტორი. რაიტმა განმარტა, რომ მისი ჩანაფიქრით „კეთილსინდისიერი მაინერები“ გარკვეულ ბონუსს მიიღებენ ეგოისტი მაინერებისგან განსხვავებით. რაიტმა აქამდე თქვა:


“ისევ და ისევ ჩვენ ვხედავთ ტექნოკრატებს, მეცნიერებსა და დემაგოგებს, რომლებიც ამარტივებენ და ამცირებენ მოგებას. მათდა საუბედუროდ, ნამდვილი სამყარო სხვაგვარადაა მოწყობილი. ადამიანთა ურთიეთქმედება გაცილებით რთული რამ არის და შეუძლებელია მისი მარტივი ცხრილებით მოდელირება. ასე რომ, ისეთი ნაკლოვანებებით გამორჩეული ფსევდომეცნიერების, როგორიცაა ეგოისტური მაინინგი, ჩახშობა ძალიან მარტივია. როგორც კი გასცდებით ad hominem-ის თავდასხმებს და ტროლების ტიპურ ტაქტიკას, ბებიაჩემიც კი მიხვდება, რამდენად სულელურია ეს თაღლითური გეგმა.“



ამ კამათში, ჯოზეფ პუნმა, ელვისებრი ქსელის თანადამაარსებელმა, განაცხადა, რომ როგორც ამ ქსელის დეველოპერი, ის ვერ ხვდება რაიტის მოსაზრებებს და ფიქრობს, რომ სხვებიც ასე არიან.


კონფერენციაზე ყოველივე მალე დასრულდა, თუმცა დაპირისპირება გაგრძელდა ტვიტერში, სადაც ბუტერინმა 62 ტვიტისგან შემდგარი სტატია დაწერა ამ თემაზე.


წყარო: ccn.com

bottom of page