top of page

ახალი რეგულაციები ინდოეთში


ინდოეთს სარეზერვო ბანკის განცხადებით, იმ ბანკების და საფულეების მფლობელებს, რომლებიც რეგულირდება სარეზერვო ბანკით, აღარ ექნებათ შესაძლებლობა, ბანკის საშუალებით შეიძინონ კრიპტოვალუტები.


ინდოეთის სარეზერვო ბანკმა განაცხადა, რომ საბანკო ანგარიშები, საფულეები და ა.შ. არ უნდა აწვდიდნენ სერვისს ინდივიდებს ან ბიზნესებს, რომლებიც კავშირში არიან კრიპტოვალუტების ყიდვა-გაყიდვასთან. თუ ის ბანკები, რომლებიც რეგულირდებიან სარეზერვო ბანკით, ვეღარ მიაწვდიან მომხმარებლებს ამ სერვისს, მაშინ ხალხი ვერ შეძლებს საკუთარი საბანკო ანგარიშებიდან ფულის კრიპტო-საფულეებზე გადარიცხვას.


„ინდივიდებს არ ექნებათ საშუალება, საკუთარი დანაზოგებიდან ფული კრიპტოსაფულეებზე გადარიცხონ“ - აცხადებს აბიზერ დივანჯი, EY India-ს ფინანსური სერვისების ხელმძღვანელი.


ცენტრალური ბანკი დიდი ხნის მანძილზე აფრთხილებდა მომხმარებლებს, კრიპტოვალუტების მფლობელებსა და მოვაჭრეებს იმ რისკების შესახებ, რომლებიც მათ საქმიანობას ახლდა თან.


ინდოეთის სარეზერვო ბანკის განცხადებით, ტექნოლოგიური ინოვაციები, მათ შორის კრიპტოვალუტები, არსებულ ფინანსურ სისტემას უფრო ეფექტიანს და ინკლუზიურს გახდის. თუმცა, კრიპტოვალუტებთანმიდგომაში მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია მომხმარებლების უსაფრთხოების დაცვა და არალეგალური აქტივობებისგან ბაზრის მაქსიმალურად შეზღუდვა.


ბოლო პერიოდში, რამდენიმე ბანკმა აუკრძალა მომხმარებლებს კრიპტოვალუტების ყიდვა-გაყიდვა. CITI Bank-მა იმეილით შეატყობინა თავის მომხმარებლებს, რომ მათი საკრედიტო ბარათებით აღარ ექნებოდათ კრიპტოვალუტების შესყიდვის შესაძლებლობა. ინდოეთის სარეზერვო ბანკმა ჯერ კიდევ იანვარში მოუწოდა სხვა ბანკებს, რომ მკაცრად გაეკონტროლებინათ და საჭიროების შემთხვევაში აეკრძალათ კიდეც ბიტკოინით და მსგავსი კრიპტოვალუტებით ვაჭრობა.


ინდოეთის სარეზერვო ბანკმა ადრე განცხადებაც გამოაქვეყნა, სადაც ამბობდნენ, რომ „ კრიპტოვალუტების თითოეული მომხმარებელი, მფლობელი ან ინვესტორი და ა.შ. უნდა ახორციელებდეს კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ აქტივობებს მათივე რისკით და ბანკი არ იღებს მათი დაცვის ვალდებულებას“.


bottom of page