რა დაჯდება, შენი ICO რომ ჯონ მაკაფემ დაარეკლამოს?
გიფიქრია, თუ რამდენი შეიძლება დაგიჯდეს კრიპტო-ინფლუენსერის მიერ შენი პირველადი მონეტების შეთავაზების (ICO) რეკლამირება სოციალურ მედიაზე? პასუხმა მართლაც გამაოგნებელია.
კონკრეტული ციფრები იშვიათად განიხილება საჯაროდ. ICO-ს ოპერატორებს არ მოსწონთ იმ ფაქტის გამჟღავნება, თუ რამდენს ხარჯავენ მარკეტინგზე, ხოლო მარკეტერებს ხშირად ურჩევნიათ ფასის მოგვიანებით განხილვა, სანამ არ მიეცემათ გაყიდვებზე ხელის მოკიდების საშუალება.
ექსცენტრიული კიბერ უსაფრთხოების პიონერმა, ჯონ მაკაფემ, მთელი სიცოცხლე საქმის უჩვეულოდ კეთებაში გაატარა და ეს ფაქტი ახლაც არ შეცვლილა, როდესაც უკვე McAfee Crypto გუნდში, ICO- ის მარკეტინგის კომპანიაში, მუშაობს.
კომპანიის ვებ-გვერდის მიხედვით, McAfee Crypto-ს გუნდი მომხმარებელს სთავაზობს ICO-ს სრულ მარკეტინგს, რომელიც მოიცავს white paper-ის შექმნაში მხარდაჭერას, საიტის ოპტიმიზაციას, მარკეტინგს და სტრატეგიული რჩევების მიცემას.
მიუხედავად იმისა, რომ ვებ-გვერდზე ბევრი სერვისის ფასი არ არის ჩამოთვლილი, ერთი მათგანი ნამდვილად საინტერესოა. კლიენტებს შეუძლიათ, გადაიხადონ 105,000 დოლარი, რომ მაკფემ თავის Twitter-ზე, რომელზეც 811,000 მიმდევარი ჰყავს, მათი ICO-ს შესახებ დაწეროს. თუ გაინტერესებს, თითო ასოზე დაახლოებით 437 დოლარის გადახდა გიწევს.
"ჯონ მაკაფეს tweet-ები ჯერჯერობით ყველაზე გავლენიანია კრიპტოვალუტის სფეროში" - როგორც ვებ-გვერდზე წერია - "კრიპტოს საზოგადოებაში რამოდენიმე ლიდერი თუ ფლობს ბატონ მაკაფეისნაირ გავლენას კრიპტოვალუტის ინვესტორებში.“
ვებ-გვერდი ამასთან დაკავშირებით კიდევ უფრო გასაკვირვებელ განცხადებებს აკეთებს, კერძოდ კი, ეს სერვისი „არც თუ ისე ძვირადღირებულ“ საშუალებას წარმოადგენს კრიპტოვალუტის პროექტის მარკეტინგისთვის.
"ბატონი მაკაფეს ფასი,105,000 დოლარი თითო tweet-ზე კრიპტო სამყაროში თითოეულ ინვესტორამდე ხმის მისაწვდენად, ნებისმიერ სხვა მარკეტინგულ საშუალებებთან შედარებით ყველაზე ნაკლებად ხარჯიანია,“ - როგორც ვებ-გვერდი იუწყება - მხოლოდ მისი მიმდევრების ფარგლებში, ინვესტორამდე მისაღწევი ღირებულება მხოლოდ 0.13 დოლარს აღწევს. ამასთან, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ tweet არა მარტო მის მიმდევრებამდე მიაღწევს, ხარჯი კიდევ უფრო მცირდება.“
მიუხედავად სერვისებზე დიდი ფასისა, კომპანია აცხადებს, რომ ბევრი პროექტის მხრიდან გამოთქმული ინტერესის გამო, რეგისტრაციის მოსაკრებელზე 750 დოლარს აწესებს, რათა მომუშავე პერსონალი განაცხადებით არ გადატვირთოს.
კრიტიკოსების საპასუხოდ, მაკფეიმ უარყო ის ფაქტი, რომ მალევე „ამოეყიდა“ სერვისები, თუმცა ის მხოლოდ იმ პროექტებს უწევს სამსახურს, რომლის წარმატებისაც სჯერა.
"როგორც ამბობენ, მე tweet-ების გამო „კარგად გავყიდე ჩემი სერვისები“, მაგრამ სინამდვილეში უკანასკნელი 200 ICO-ების განაცხადიდან, მხოლოდ 5 ავარჩიეთ", - წერს იგი Twitter- ზე და დასძენს, რომ ყველა განაცხადი გადის აუდიტს - "მე მხოლოდ ხელს ვუწყობ იმათ, ვისიც მჯერა".
წყარო: ccn.com