top of page

ყაზახეთი კრიპტოვალუტებით ვაჭრობის წინააღმდეგ


ყაზახეთის ეროვნული ბანკის დირექტორმა განაცხადა, რომ ბანკმა მოამზადა რეგულაციები, რომლებიც აკრძალავს კრიპტოვალუტების შეძენა-გაყიდვას ქვეყანაში ისევე, როგორც ნებისმიერი სახის კრიპტო მაინინგს.


„ყაზახეთში ცენტრალური ბანკი ძალიან კონსერვატიულად უდგება კრიპტოვალუტების საკითხს. ჩემი მხრიდან, ყველა სახის აკრძალვა ამ მიმართულებით მისაღებია. ჩვენ გვსურს, ავკრძალოთ ეროვნული ვალუტის გადაცვლა რომელიმე კრიპტოვალუტაში. ასევე, მაინინგის ნებისმიერი სახე“ - განაცხადა დანიარ აკიშევმა.


რისკები, რომლებსაც ცენტრალური ბანკი ხედავს


აკიშევის აზრით, არსებობს კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული უამრავი რისკი, განსაკუთრებით მომხმარებლების უფლებების დაცვის კუთხით. მან განაცხადა, რომ ცენტრალურ ბანკს არ აქვს უფლება, საერთაშორისო დონეზე აკრძალოს კრიპტოაქტივობები. სწორედ ამიტომ, ისინი გეგმავენ ეროვნული ვალუტის დონეზე აკრძალვების შემოღებას.


მეორე რისკი, რომელსაც აკიშევი ხაზს უსვამს, არის კრიპტოვალუტების არალეგალური საქმიანობისთვის გამოყენება. „კრიპტოვალუტები არის იდეალური საშუალება ფულის გასათეთრებლად და გადასახადებისგან თავის ასარიდებლად. მისი განცხადებით, ცენტრალური ბანკის პოზიციას მხარს უჭერს ქვეყნის უმეტესი მაღალჩინოსანი.


„ჩვენ მოვამზადეთ ჩასწორება, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნულ შეზღუდვებს“


გასული წლის ოქტომბერში, აკიშევმა განაცხადა, რომ ცენტრალური ბანკი პარლამენტს შესთავაზებდა რეგულაციებს, რომლებიც მომხმარებლებს დაიცავდა სპეკულაციური შეტევებისგან. როგორც ჩანს, მაშინ საუბარი სწორედ აღნიშნულ შეზღუდვებზე იყო.


ამავდროულად, ქვეყანაში კრიპტოვალუტების მიმართ ინტერესი წლის დასაწყისში 15-ჯერ გაიზარდა. მომხმარებლები იანდექსის საძიებო სისტემაში 10-ჯერ უფრო ხშირად ეძებენ ვიდეობარათებს, კრიპტო მაინინგს და მასთან დაკავშირებულ სიტყვებსა თუ ტერმინებს.


წყარო - news.bitcoin.com


bottom of page