top of page

სეულის მერი ქალაქის პირადი კრიპტოვალუტის დაარსებაზე საუბრობს


მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ქალაქს მალე თავისი კრიპტოვალუტა ექნება, თუ, რა თქმა უნდა, სეულის მერი, პარკ ვონ-სუნი შეძლებს, „S-Coin”-ის სავაჭრო ბაზარზე გაყვანას. პარკი, რომელიც სეულის მერობად ყოფნის მესამე ვადისთვის აპირებს ბრძოლას, აცხადებს CoinDesk Korea-სთან ინტერვიუში, რომ S-Coin იქნება სამხრეთ კორეის დედაქალაქის საგადასახადო მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც საჯარო სოციალური პროგრამები დაფინანსდება.


„სეული არის იმ ქალაქების სიაში, რომლებსაც მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციისკენ მივყავართ. ასე რომ, ბუნებრივია, ვინტერესდებით და ფულს ვდებთ ისეთ ინოვაციურ ტექნოლოგიებში, როგორიცაა ბლოკჩეინი,“ - ამბობს პარკი, Korea Times-თან.


იმისდა მიუხედავად, რომ მან არც თუ ისე ბევრი დეტალი გვიამბო S-Coin-ზე, მან თქვა, რომ ის იქნება ერთ-ერთი ყველაზე მთავარი კომპონენტი ქალაქის ახალ „ბლოკჩეინის გეგმაში.“ ამ გეგმის გათვალისწინებით, მეგაპოლისი კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული რეგულაციების წარმმართველ პრინციპებს გამოაქვეყნებს, რითაც საჯარო რესურსებს ბლოკჩეინის სექტორის განვითარებას მოახმარს.


პარკის გეგმის გათვალისწინებით, სეული იქნება უდიდესი ქალაქი, რომელსაც საკუთარი კრიპტოვალუტა ექნება. თუმცა, ის შეიძლება არ აღმოჩნდეს პირველი.


ბოლო სიახლეების თანახმად, დუბაი ამჟამად მუშაობს ბლოკჩეინზე დაფუძნებულ ციფრულ ვალუტა „emCash”-ზე, რომელიც იქნება გადახდის საშუალება, როგორც საჯარო, ისე კერძო ვალებისთვის.


რამდენიმე პატარა ქალაქს, მათ შორის ბერკელეის, სურს, კრიპტოვალუტებით მუნიციპალური ობლიგაციების შეცვლა.


სხვა მთავრობებმაც დაიწყეს ბლოკჩეინით დაინტერესება და ხედავენ ამ ტექნოლოგიაში ჩვეულებრივი ფულის ციფრულ ფულად გადაქცევის მექანიზმს.


ვენესუელამ NEM-ზე დაფუძნებული პეტრო ხელმისაწვდომი გახადა ICO-ს საშუალებით. იმისდა მიუხედავად, რომ ბევრ ანალიტიკოსს ეჭვი ეპარება მის არსებობაში, ვენესუელა თვლის, რომ სწორედ ამ მონეტითაა შესაძლებელი ამერიკის სანქციებისგან თავის არიდება. რუსეთი, თურქეთი და ირანიც ფიქრობენ მსგავსს ქმედებებზე.


საინტერესოა ისიც, რომ ახლახანს, უფრო უკანონო მიზნებისთვის, მარშალის კუნძულებმა მიიღეს კანონი, რომლის მეშვეობითაც კუნძულის მკვიდრებმა თავიანთი კრიპტოვალუტა შექმნეს ამერიკული დოლარის ზეგავლენის თავიდან ასაცილებლად.


წყარო: Ccn.com

 
bottom of page