top of page

სამხრეთ კორეა კრიპტოვალუტით გადახდის ფართო დანერგვას აპირებს


კრიპტოვალუტები, ბაზარზე ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეების წყალობით, ისევ აგრძელებენ ზრდას მსოფლიოს მასშტაბით. ახლა Bithumb-მა, ერთ-ერთმა ყველაზე მნიშვნელოვანმა კრიპტოვალუტის გადამცვლელმა სამხრეთ კორეაში, განაცხადა მისი და „Korea Pay Services“-ის (საგადასახადო სერვისის მწარმოებელი კორეაში) თანამშრომლობის შესახებ. თანამშრომლობის მთავარი მიზანია, კრიპტოვალუტით გადახდა შესაძლებელი გახდეს ქვეყნის 8000-ზე მეტ მაღაზიაში.

Bithumb-ისა და კორეის საგადასახადო პარტნიორობა საწარმოები, რომლებიც კრიპტოვალუტის გარემოში არიან, ცდილობენ კრიპტოს გამოყენების გაფართოებით რეკლამირება გაუწიონ საკუთარ ბიზნესებს. კრიპტო-ინდუსტრიის განვითარებისთვის აუცილებელია მისი მასობრივი დანერგვა. როგოც კი ეს მოხდება, კრიპტოვალუტები თავიანთი პოტენციალის მაქსიმუმს მიაღწევენ.

ამ დროისთვის, Bithumb კორეულ საგადასახადო სერვისთან მუშაობს, რათა საძირკველი ჩაუყაროს ვირტუალური ვალუტის გამოყენებას აზიის ამ ქვეყანაში. სამხრეთ კორეას ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო მოცულობა აქვს დედამიწაზე. მათი მოქალაქეები ძალიან აქტიურად იყენებენ ბაზარზე კრიპტოვალუტას და მთავრობამ ეს კარგად იცის.


მთავარი მიზანია, რომ 6,000 პუნქტის ათვისება მოხდეს წლის პირველ ნახევარში. 2018 წლის დასასრულისთვის კი, კრიპტოვალუტები ამ რიცხვის 8,000-მდე გაზრდას გეგმავს.


ადგილობრივმა მედიამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, სადაც Bithumb-ი ამბობს:


„ჩვენ პროგრესული ნაბიჯები გადავდგით. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც კრიპტოვალუტები ინტენსიურად იქნება გამოყენებულლი“

ამ მომენტში Bithumb ვაჭრობის მოცულობით მსოფლიოში მე-6 ადგილზეა, ხოლო სამხრეთ კორეაში ის მეორე ადგილს იკავებს, „Upbit“-ის შემდეგ. ამ დროისთვის ის 600 მილიონ დოლარს ატრიალებს ვაჭრობაში. EOS/KRW, BTC/KRW და XRP/KRW ყველაზე მეტად გაცვლადი წყვილებია.


Bithumb-მა ასევე გამოაქვეყნა, რომ ის BitPay-ის პარტნიორია, რათა გააუმჯობესოს დასავლეთ და სამხრეთ კორეას შორის საგადასახადო მიმოცვლები. სამხრეთ კორეა მკაცრ რეგულაციებს აწესებს ბაზარზე, მაგრამ საწარმოები კანონიერად არიან დარეგისტრირებულები, ცდილობენ ყველა მოთხოვნა შეასრულონ და პარალელურად ქვეყანაში რეკლამირება გაუწიონ კრიპტოვალუტის გამოყენებასაც.


წყარო: usethebitcoin.com

bottom of page